შინაარსზე გადასვლა

პორტ-ვილა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
პორტ-ვილა
Port Vila

ქალაქის პანორამა
დროშა გერბი

ქვეყანა ვანუატუს დროშა ვანუატუ
კოორდინატები 17°45′00″ ს. გ. 168°18′00″ ა. გ. / 17.75000° ს. გ. 168.30000° ა. გ. / -17.75000; 168.30000
მმართველი Ulrich Sumptoh, Jenny Tasale Regenvanu და Erick Puyo Festa
ადრეული სახელები ფრანსვილი (1825—1906), ვილა (1906-1980)
ფართობი 23.6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 59 მეტრი
მოსახლეობა 44 040 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+11
პორტ-ვილა — ვანუატუ
პორტ-ვილა

პორტი-ვილა (ინგლ. Port Vila) — ვანუატუს დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი. მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით, ახალი ჰებრიდების არქიპელაგის სამხრეთულ კუნძულ ეფატეს სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. 2009 წლის აღწერით დედაქალაქში ცხოვრობს 44 040 ადამიანი.[1]

პორტ-ვილა არის ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი.

ქალაქი გაშენებულია ოკეანის სანაპირო ზოლში, მის სიახლოვეს კი არის დაბალი სიმაღლის მთები. პორტი-ვილა მდებარეობს ტროპიკულ კლიმატურ ზონაში მშრალი და ცხელი სეზონებით, ასევე წვიმიანი სეზონებით.

პორტ-ვილის ტერიტორიაზე მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მელანეზიელები. 1606 წელს აქ პირველი ევროპელები პედრო ფერდინანდ კიროსი და ლუის ვაეს დე ტორესი მივიდნენ.

ტერიტორიის კოლონიზაცია, რომელზეც მდებარეობს პორტ-ვილა, დაიწყო საპორტო ტერიტორიის დასახლებით. 1882 წელს, მიუხედავად ხანგრძლივი გვალვისა და მალარიის ეპიდემიისა, ეფატეს კომერციული ცენტრი გახდა ვილა.

1906 წელს ვილა გამოცხადდა კოლონიის დედაქალაქად და იქ განთავსდა მთავრობა. მისი მთავარი ქუჩა იმ დროს იყო ვიწრო ბილიკი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა კომპანია Burns Philp-ის და ახალი ჰებრიდების ფრანგული გამომცემლობის (ფრანგ. Société Française des Nouvelles-Hébrides) შენობის საწყობებს. ეს იყო ღარიბი ქალაქი, დასახლებული უპირატესად მაწანწალებით და ახალი კალედონიის ციხეებიდან გამოშვებული დამნაშავეებით.

1920-იან წლებში ვილის პირველი ოტელის ტერიტორიაზე ხდებოდა სხვადასხვა სახის გამოსვლები. «შრომის წლებში» პლანტატორები მონა-მელანეზიელებს ვალუტის სახით იყენებდნენ. ბევრი მონის მდგომარეობაში მყოფი კუნძულელი, დგებოდნენ მწკრივში კედელთან, იმ იმედით, რომ მეპატრონე შეიწყალებდა მათ.

1930-იან წლებში ევროპელი მოსახლეობის რაოდენობამ დაიწყო მკვეთრი ვარდნა, დღეისათვის მათი რაოდენობა ქალაქში შეადგენს 1000 ადამიანზე ცოტათი ნაკლებს[2]. ყოველკვირეულად დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელი აწყობდა შეხვედრებს ბრიტანულ ელიტასთან კოკტეილების მირთმევით[2]; ფრანგი პლანტატორებისათვის და მათი ცოლებისათვის პოპულარული ხდებოდა მუდმივი შეხვედრები სასმელების სმით[2].

ერთადერთი ხალხი, რომელთაც ევროპელების გარდა უფლება ჰქონდათ ვილაში ცხოვრებისა, იყვნენ სამუშაოდ დაქირავებული ხალხი — ნი-ვანუატუ; სხვა ნი-ვანუატუს წარმომადგენლებს უნდა დაეტოვათ ქალაქი 15 დღის განმავლობაში. არსებობდა კომენდანტის საათი: თუ ადამიანი გამოდიოდა ქალაქში საღამოს 9 საათის შემდეგ, ის ღამეს გაატარებდა დაპატიმრებულთა კამერაში.

მეორე მსოფლიო ომის დროს პორტ-ვილა იყო მოკავშირეთა ჯარის ბაზა. 1970 წელს შემოღებული დაბალი გადასახადების შემდეგ, ქალაქში გაჩაღდა სწრაფი მშენებლობა: ძველი უსახური კოლონიალური ნაგებობები დაინგრა, მათ ადგილზე აშენდა ბეტონის ნაგებობები, ქუჩები გალამაზდა და აშენდა ხიდები, 1972 წელს აშენდა მთავარი ნავსაყუდელი, რომელიც ყოველწლიურად იღებდა კრუიზის გემებს, ვილა გადაიქცა ტურისტების დასვენების პოპულარულ ადგილად.

1987 წელს, პორტ-ვილს ციკლონი დაატყდა, ამან ქალაქის დიდ ნაწილს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. 2002 წლის იანვარში ნაპირიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა მიწისძვრა, რომელმაც დიდი ზარალი მიაყენა ქალაქს და ახლომდებარე ადგილებს[3].

ქალაქი ქვეყნის კომერციული ცენტრია. ერთი შეხედვით ისე სჩანს, თითქოს ქალაქში მარტო ფრანგები ცხოვრობდნენ, მაგრამ იგი მულტიეროვნულია, იქ ცხოვრობენ ნი-ვანუატუ, ინგლისელები, ფრანგები, ჩინელები და ვიეტნამელები. დიდი სავაჭრო პორტი, ქალაქში მდებარეობს საავადმყოფოები, ოტელები, კაზინოები, რამდენიმე ბაზარი, სპორტული სტადიონი, კულტურის სახლი, პედაგოგიური ინსტიტუტი, სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი, რამდენიმე ხორცის და თევზის გადამამუშავებელი ქარხანა.

ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ნავსადგური და ბაუეფილდის საერთაშორისო აეროპორტი.

პორტ-ვილის არქიტექტურაზე აისახა ბრიტანული, ფრანგული და მელანეზიური კულტურის გავლენა. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი შენობაა საკრე-კიორის მონასტერი (წმინდა გულის; ფრანგ. Sacre Coeur), რომელიც შედის პორტ-ვილას ეპარქიაში; 1992 წელს ჩინელი მუშების დახმარებით აშენდა პარლამენტის შენობა[4].

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2009 National Census of Population and Housing[მკვდარი ბმული]. — Vanuatu National Statistics Office. — P. 3.
  2. 2.0 2.1 2.2 History of Port Vila. Lonelyplanet.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2013-05-03.
  3. «Port-Vila.» Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Ultimate Reference Suite. Chicago: Encyclopædia Britannica, 2012.
  4. Brillat, Michael. Südsee — München, 2011 — S. 54.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პორტ-ვილა“-დან