შინაარსზე გადასვლა

ვილჰელმ ედუარდ ვებერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილჰელმ ედუარდ ვებერი
გერმ. Wilhelm Eduard Weber
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1804(1804-10-24)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ვიტენბერგი[5] [3]
გარდ. თარიღი 23 ივნისი, 1891(1891-06-23)[1] [2] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [3] (86 წლის)
გარდ. ადგილი გეტინგენი[5] [3]
დასაფლავებულია გიოტინგენის სასაფლაო[13]
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
საქმიანობა ფიზიკოსი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი და ფილოსოფოსი
მუშაობის ადგილი ლაიფციგის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი და ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი და გეტინგენის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები გოტლობ ფრეგე
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები კოპლის მედალი[14] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, კოთენიუსის მედალი, მატეუჩის მედალი, ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[15] და honorary doctor of the University of Königsberg

ვილჰელმ ედუარდ ვებერი (დ. 24 ოქტომბერი 1804, ვიტენბერგი — გ. 23 ივნისი 1891 ლაიფციგი) — გერმანელი ფიზიკოსი.

გერმანელი ფიზიკოსი ვილჰელმ ედუარდ ვებერი დაიბადა 1804 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ ვიტენბერგში. მამა ღვთისმეტყველების პროფესორი იყო და შვილსაც ამ გზით სიარულს ურჩევდა, მაგრამ ვილჰელმს სულ სხვა რამ მოსწონდა. ჰალეს უნივერსიტეტში, სადაც იგი სწავლობდა, ფიზიკამ და მათემატიკამ უფრო დააინტერესა, ვიდრე ღვთისმეტყველებამ. 22 წლის ვილჰელმმა დაამთავრა უნივერსიტეტი და მიიღო მეცნიერებათა დოქტორის გერმანული ხარისხი. იგი დატოვეს ჰალეს უნივერსიტეტში საპროფესორო წვრთნის გასავლელად. აქ იგი დაუახლოვდა მსოფლიო სახელის მქონე გერმანელ მათემატიკოსს კარლ ფრიდრიხ გაუსს. მათი მეცნიერული დაახლოების შედეგად ფიზიკამ მრავალი ახალი გამოკვლევა შეიძინა. ვებერი 1843-1849 წლებში ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა. ვებერისა და გაუსის ერთიერთობა და მათი ერთობლივი მეცნიერული პროდუქცია იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი იყო, რომ მადლიერმა ხალხმა ამ ორ დიდ მეცნიერს ერთი საერთო ძეგლი დაუდგა.

ვილჰელმ ვებერის შრომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მეცნიერული შრომები ვებერმა მექანიკაში გამოაქვეყნა (1825). მან ექსპერიმენტულად შეისწავლა წყლის ტალღისებრი მოძრაობა. ათი წლის შემდეგ დრეკადი სხეულების დეფორმაციის შესწავლის პროცესში აღმოაჩინა მნიშვნელოვანი მოვლენა „დრეკადი მერმექმედება" და მისი სწორი ახსნა თვითვე მოგვცა, რომ სხეულზე მადეფორმირებელი ძალის მოქმედების შედეგად იცვლება სხეულის ყველა მოლეკულა, რაც იწვევს დრეკად მერმექმედებას. 1833-1835 წლებში ვებერისა და გაუსის თაოსნობით გეტენგენში შექმნა პირველი მაგნიტური ობსერვატორია, სადაც მათ აღმოაჩინეს და ზოგადად შეისწავლეს დედამიწის მაგნიტიზმი დღეღამური რხევა. ამ დარგში გაუსსა და ვებერის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა პირველი „დედამიწის მაგნიტიზმის ატლასი“. ვებერის ძირითადი შრომები ელექტრობას ეხება. გაუსთან ერთად მან შექმნა ერთეულთა ელექტრული და მაგნიტული აბსოლუტური სისტემა. ამ სისტემის შექმნაზე მისმა ავტორმა ათი წელი იმუშავეს.

ელექტრომაგნიტურ ერთეულთა სისტემის შემოღებით შესაძლებელი გახდა ელექტრული, მაგნიტური და მექანიკური ძალების ზუსტი რაოდენობრივი შედარება. ვებერმა გააგრძელა და გააღრმავა ამპერის ელექტროდინამიკური თეორეა. 1846 წელს ვებერმა ფიზიკაში შეიტანა ელემენტარული ელექტრობის რაოდენობათა ურთიერთქმედების ზოგადი კანონი, რომელსაც შემდეგში ვებერის კანონი ეწოდა. ამ კანონში პირველად იყო გათვალისწინებული ურთიერთმოქმედ ელექტრობის რაოდენობათა ფართობითი მოძრაობა. ამ კანონს ვებერმა საფუძველი დაუდო ამპერის ემპირიული კანონის ელექტროდენების ურთიერთქმედებისთვის. ვებერი ელექტრულ დენს იხილავდა როგორც ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოძრავი დადებითი და უარყოფითი ელექტრობის ელემენტარულ რაოდენობას. ამ მოვლენის ანალიზის შედეგად ვებერმა მიიღო ზოგადი კანონი, რომლის მიხედვით ელექტრობის ელემენტარულ რაოდენობათა ერთიერთქმედების ძალა დამოკიდებულია არა მარტო ელექტრობის არამედ რაოდენობაზე და მათ შორის მანძილზე, არამედ მათ ფართობით მოძრაობაზეც, სახელდობრ ამ მოძრაობის სიჩქარესა და აჩქარებაზე. ვებერის კანონი მოიცავდა როგორც ელექტრობის ელექტრულ რაოდენობათა ერთიერთქმედებას, ისე დენებისა და მაგინიტების ერთიერთქმედებას.

ვებერის კანონმა ძირითადად ცვლილება შეიტანა მიზიდვისა და განიზიდვის ძალების ბუნების აგებაში. ნიუტონის დროიდან მიღებული იყო, რომ ეს ძალები დამოკიდებული იყო ურთიერთმოქმედი სხეულების მასებზე (ან — უფრო გვიან — ურთიერთმოქმედე მუხტების სიდიდეზე) და მათ შორის მანძილზე. ახლა კი გამოირკვა, რომ ეს ძალები დამოკიდებულია აგრეთვე ურთიერთმოქმედი ობიექტების ფარდობითი მოძრაობის სიჩქარესა და აჩქარებაზე. ვებერის ეს კანონი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ელექტროდინამიკის ძირითად კანონად ითვლებოდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საერთო თეორიული პოზიციები, რომელზეც ვებერი იდგა, სწორი არ იყო, ელექტრული მუხტების მანძილზე მოწმედების დაშვება რაიმე საშუალო გარემო მონაწილეობის გარეშეარ გამართლდა. ამ წარმოდგენას ვებერი იქამდე მიჰყავდა, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტრომაგნიტური მოვლენებისა, რომელიც დაკავშირებული იყო ელექტრომაგნიტური ველის ცვლილებასთან, მკვლევარებს მხედველობის გარეშე რჩებოდათ.

ვებერმა შექმნა აგრეთვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელსაწყო. გაუსთან ერთად 1833 წელს დაამზადა გერმანიაში პირველი ელექტრომაგნიტური ტელეგრაფი; 1846 წელს — ზუსტი ელექტროდინამომეტრი , რომლის საშუალებით იგი ამოწმებდა ამპერისა და ინდუქციის კანონებს; მგრძნობიარე მაგნიტური ინდუქტორი , რომლის საშუალებით შეიძლება დედამიწის მაგნიტურ ველში გამტარის მოძრაობის დროს ინდუქცირებული დენის შემჩნევა.

ვილჰელმ ედუარდ ვებერი გარდაიცვალა 1891 წლის 23 ივნისს გეტინგენში.

• პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 200-204.
1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #11862976X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.

2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.

3. 3.0 3.1 3.2 3.3 www.accademiadellescienze.it

4. https://www.bbaw.de/die-akademie/akademie-historische-aspekte/mitglieder-historisch/historisches-mitglied-wilhelm-weber-2938
5. 5.0 5.1 Вебер Вильгельм Эдуард // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.

6. MacTutor History of Mathematics archive — 1994.

7. SNAC — 2010.

8. Biografisch Portaal — 2009.

9. KNAW Past Members

10. ბროკჰაუზის ენციკლოპედია

11. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.

12. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.

13. Find a Grave — 1996.

14. Award winners : Copley MedalRoyal Society.

15. https://catalogues.royalsociety.org/CalmView/Record.aspx?src=CalmView.Persons&id=NA2617&pos=3