ვლადიმერ პატეიშვილი
ვლადიმერ პატეიშვილი (დ. 29 მარტი, 1933, სოფ. ძიმითი, ოზურგეთის რაიონი) — ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი. საქართველოს სსრ დამსახურებული ეკონომისტი (1983). თბილისის საპატიო მოქალაქე (2001).
1957 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკის ინსტიტუტის ზოგადი ეკონომიკის ფაკულტეტი. 1957-1963 წლებში იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის განყოფილების ინჟინერი, საამქროს ინჟინერ-ნორმადარი, შრომის ორგანიზაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. 1963-1970 წლებში სახალხო კონტროლის კომიტეტის განყოფილების ინსპექტორი. 1970-1971 — რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე, მთავარი ეკონომისტი. 1971-1973 წლებში იყო რუსთავის ქალაქკომის მდივანი. 1973 წელს საქართველოს კომპარტიის ცკ-ს ინსპექტორი. 1973-1977 წლებში — სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის II მდივანი. 1977-1991 წლებში საქართველოს სსრ რესპუბლიკური ბანკის თავმჯდომარე. 1992-1994 წლებში — საქართველოს სსრ სახელმწიფო შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. 1994 წლიდან ს/ს „საქართველოს ბანკის“ პრეზიდენტი. ავტორია 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა. საკანდიდატო დისერტაციის თემა — „შავი მეტალურგიის ძირითადი ფონდების გამოყენების გაუმჯობესების ეკონომიკური ეფექტიანობა“, დაიცვა 1969 წელს.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1998 — ღირსების ორდენი (საქართველოს ეკონომიკაში, საბანკო და საფინანსო სისტემის რეფორმის განხორციელებაში შეტანილი პირადი წვლილის, სახელმწიფო და საბანკო ორგანოებში ნაყოფიერი მუშაობისათვის)
- შრომის წითელი დროშის ორდენი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველი ეკონომისტები
- დაბადებული 29 მარტი
- დაბადებული 1933
- საქართველოს სსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2001)
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- პატეიშვილები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ეკონომისტები
- საქართველოს სსრ-ის პოლიტიკოსები