შინაარსზე გადასვლა

ვოინიჩის ხელნაწერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვოინიჩის ხელნაწერი, ან ვოინიჩის მანუსკრიპტი (ინგლ. Voynich Manuscript) — ილუსტრირებული კოდექსი, დაახლოებით XV საუკუნის პირველ ნახევარში დაწერილი [1] უცნობი ავტორის მიერ უცნობ ენაზე უცნობი ანბანის გამოყენებით.

ხელნაწერის ოთხი ფურცლის რადიოაქტიური ანალიზის შედეგების მიხედვით ქიმიკოსი და არიზონას უნივერსიტეტის არქეომეტრისტმა გრეგ ხოჯინსმა დაამტკიცა, რომ პერგამენტი მანუსკრიპტისთვის შექმნილი იყო 1404 წელსა და 1438 წელს შორის რენესანსის ეპოქაში[2][3], რაც არ ნიშნავს იმას, რომ ტექსტი არ შეიძლება დაწერილი ყოფილიყო გაცილებით გვიან. ხელნაწერში არის მხოლოდ ერთი კბილაკებ გალავნიანი ქალაქის რეალისტური ნახატი „მერცხლის კუდის“ ტიპის. XV საუკუნის დასაწყისში ასეთი კბილები ძირითადად ჩრდილოეთ იტალიაში გვხდება (მოგვიანებით მეტად გავრცელებული იყო)[4][5].

ხელნაწერი ინტენსიურად განიხილებოდა კრიფტოგრაფიის მოყვარულთა მიერ და კრიპტოანალიზის პროფესიონალთა მიერ, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების კრიპტოანალიტიკოსების მიერ. მთლიანი ხელანწერის კი არა მისი მცირე ნაწილის გაშიფრვაც ვერ მოხერხდა. დამარცხებების რიგმა მანუსკრიპტი კრიპტოლოგიაში ცნობილი საგანი გახადა[6]. ამჟამად არსებობს ბევრი ვარაუდი ხელნაწერის შინაარსის, მნიშვნელობისა და ავტორის შესახებ. რიგი ვარაუდების მიხედვით ის დაწერილია უცნობი ხელოვნური ენით ან კიდე ევროპული ენებიდან რომელიმეზე. ასევე არსებობს ვარაუდი აღმოსავლეთ-აზიური ენებიდან ერთ-ერთის გამოყენების შესახებ ავტორის მიერ შექმნილი ანბანით და იმის შესახებ, რომ ხელნაწერი არის მისტიფიკაცია.

მაგრამ ვარაუდებიდან არ არის მიღებული ცალსახა მტკიცება და აღიარება სამეცნიერო სფეროში.

წიგნი ატარებს ანტიკვარის ვილფირდ ვოინიჩის სახელს, რომელმაც სეიძინა ის 1912 წელს[7]. 1961 წელს ბუკინისტმა ჰანს კრაუსმა (ინგლ. Hans P. Kraus) იყიდა წიგნის მის მემკვიდრესთან ეტელ ვოინიჩისაგან 24 500 USD-ს ფასად და 1969 წელს და მიყიდა ის ბეინეკის უცნაური წიგნებისა და ხელნაწერების ბიბლიოთეკას იელსის უნივერსიტეტში[8], სადაც ის ამჟამად ინახება[9][10].

წიგნში პერგამენტის დაახლოებით 240 გვერდია. ყდაზე არ არის არანაირი წარწერა თუ ნახატი. გვერდის სიდიდეა — 16,2X23,5 სმ-ზე, წიგნის სისქე — 5 სმ[9]. გვერდების დანომვრის პრობლემა (რომელიც, ეტყობა შეტანილი იყო წიგნის დაწერის შემდეგ ბევრად გვიან) მიანიშნებს იმაზე, რომ, ზოგიერთი გვერდი დაკარგული იყო იქამდე სანამ ვილფირდ ვოინიჩი შეიძენდა, თავდაპირველად წიგნი შეიცავდა არანაკლებ 272 გვერდისა[8]. ტექსტი დაწერილია ბატის ფრთით, მელნით, რომელიც დაფუძნებულია ჯირკლოვანი შეერთებით გალურ მჟავასთან. ილუსტრაცია მკაცრადაა გაფერადებული ფერადი მელნებით, შესაძლებელია წიგნის დაწერის შემდეგ[11].

ხელნაწერის გვერდი

ტესქტი დაზუსტებით დაწერილია მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ „მოხეული“ მარჯვენა მინდორით. გრძელი სექციები დაყოფილია პარაგრაფებად, მარცხენა მინდორზე ზოგჯერ არის აბზაცის აღნიშვნა. ხელნაწერში არაა ჩვეულებრივი პუნქტუაცია. კალიგრაფია სტაბილური და კონკრეტულია, ისე, რომ ანბანი ნაცნობი იყოს მწიგნობრისთვის და მან გაიგოს რას წერს.

წიგნში 170 000-ზე მეტი აღნიშვნაა, რომლებიც ჩვეულბერივსამებრ ერთმანეთისგან ვიწრო ადგილებითაა დაშორებული. აღნიშვნების უმეტესობა დაწერია ფრთის ერთი ან ორი უბრალო მოძრაობით. ფრაქტიკულად მთლიანი ტესტი დაწერილი ანბანით რომელშიც 20-30 ასოა. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე ათეული განსაკუთრებული აღნიშვნა, რომლთაგანაც თითოეული წიგნში 2-ზე მეტჯერ არ გვხვდება.

უფრო ფართო დაშორებები ყოფენ ტექსტს მიახლოებით 35 ათას „სიტყვაზე“, რომლებიც განსხვავდებიან სიგრძით. როგორც ჩანს ისინი ექვემდებარებოდნენ ზოგიერთ ფონეტიკურ ან ორფოგრაფიულ წესებს. ზოგიერთი აღნიშვნა ჩნდება ყოველ სიტყვაში (როგორც ხმოვნები ინგლისურში), ზოგიერთი აღნიშვნა არასოდეს მოზდევს სხვებს, ზოგიერთები შეიძლება გაორმაგდეს სიტყვაში, ზოგიერთი- არა.

ულიამ ბენეტონის 1976 წელს, ჟაკ გაემისა, გაბრიელ ლანდიმის და ჟორჟ სტოლფის ტექსტის ხშირმა ანალიზებმა[12][13][14], გამოავლინა მისი სტრუქტურა და დახასიათება ბუნებრივი ენისთვის მაგალითად, სიტყვების გამეორება ესაბამება ციპფის კანონს, ხოლო ინფორმაციული ენტროპია (დაახლობეით ათი ბიტი სიტყვაზე) ისეთივე, როგორც ლათინურ ენას და ინგლისურს[15]. ზოგიერთი სიტყვა ჩნდება მხოლოდ წიგნის ცალკეულ განყოფილებებში ან მხოლოდ რამდენიმე გვერდზე. ზოგიერთი სიტყვა მეორდება მთლიან ტექსტში. გამეორებები ძალიან იშვიათია მაგალითად ილუსტრაციების ქვეშ ხელმოწერებს შორის. „ბოტანიკური“ ნაწილის თითოეული გვერდის პირველი სიტყვა გვხვდება მხოლოდ ამ გვერდზე და, შესაძლებელია, იყოს მცენარის სახელწოდება.

მეორე მხრივ, ვოინიჩის ხელნაწერის ენა რაღაცით საერთოდ არ ჰგავს არსებულ ევროპულ ენებს. მაგალითად, წიგნში თითქმის არ გვხდება სიტყვა რომელიც ათ „ასოზე“ მეტს შიცავს და თითქმის არაა ერთ ან ორ ასოიანი სიტყვები[16]. სიტყვის შიგნითაც ასოების წყობა თავისებურია: ზოგიერთი აღნიშვნა გვხდება, მხოლოდ სიტყვის დასაწყისში, სხვები — მხოლოდ ბოოში, ზოგიერთი კი მხოლოდ შუაში — ადგილმდებარეობა, თანდაყოლილი არაბულ წერილს (ასევე ბეძნული ასოები სიგმა), მაგრამ არა ლათინური ან კირილიცას.

ტექსტი გამოიყურება უფრო მონოტონურად (მათემატიკის მხრივ) ევროპული ენის ტექსტთან შედარებით. არსებობს ცალკეული მაგალითები, როდესაც ერთი და იგივე სიტყვა მეორდება მიყოლებით სამჯერ[16]. სიტყვები, რომლებიც განსხვავდება მხოლოდ ერთი ასოთი, გვხდება უცნაურად ხშირად. ვოინიჩის ხელნაწერის „ლექსიკონი“ უფრო პატარაა, ვიდრე უნდა იყოს ჩვეულებრივი წიგნის „ნორმალური“ სიტყვათა კრებული.

„ბოტანიკურ“ განყოფილებას გააჩნია მცენარეების სურათები

ხელნაწერის ილუსტრაციებმა ნათელი მოჰფინეს ტექსტის ზუსტ სახეს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ წიგნი შედგება ექვსი „ნაწილისგან“, რომლებიც განსხვავდება სტილითა და შინაარსით[16]. ბოლო ნაწილის გარდა, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ტესქტი და თითქმის ყოველ გვერდზე არის მინიმუმ ერთი ილუსტრაცია მაინც. ქვემოთ მოცემულია განყოფილებები და მათი სავარაუდო სახელწოდებები:

„ბოტანიკური“
თითოეულ გვერდზე არის ერთი მცენარის სურათი (ზოგჯერ ორის) და ტექსტის რამდენიმე აბზაცი — ამ ეპოქის იმ ევროპელი ადამიანების წიგნებისთვის იყო დამახასიათებელი რომლებიც აგროვებდნენ ან სპეციალიზირდებოდნენ მცენარეებზე, ხშირ შემთხვევაში სამედიცინო მიმართულებით. ამ სურათების ზოგიერთი ნაწილი გადიდებულია — უფრო კონკრეტული ასლები „ფარმაცევტული“ განყოფილების ნიმუშებიდან[8][9].
„ასტრონომიული“
გააჩნია მრგვალი დიაგრამები, ზოგიერთი მათგანი მთავრესთან, მზესთან და ვარსკვლავებთან — რომელიც სავარაუდოდ ასტრონომიული ანდ ასტროლოგიური ხასიათისაა. ერთ-ერთი თორმეტი დიაგრამიდან გამოსახავს ტრადიციულ ზოდიაქოს სიმბოლოების თანავარსკვლავედებს (ორი თევზების, ხარი კუროს, ჯარისკაცი მშვილდით მშვილდოსნის და ა.შ). თითოეული სიმბოლო გარშემორტყმულია ოცდაათი მინიატურული ქალის ფიგურებით, მათგან უმეტესი ნაწილი გაშიშვლებულია, თითოეულს უკავია წარწერიანი ვარსკვლავი. ამ განყოფილების ბოლო ორი გვერდი (მეწყული და თხის რქა ან იანვარი და თებერვალი) დაკარგულია, ხოლო კურო და ვერძი დაყოფილია ოთხ საწყვილო დიაგრამით თითოეული თხუთმეტი ვარსკვლავით. ზოგიერთი ამ დიაგრამიდან მდებარეობს დამატებით გვერდებზე [8][9].
„ბიოლოგიური“
მჭიდრო გაუჩერებელი ტექსტი, გარშემომდინარე ადამიანების გამოსახულებით, მათგან მთავარი სახით გაშიშვლებული ქალები, რომლებიც ბანაობენ ტბორებში ან არხებში, რომლებიც ზუსტად უკავშირდება ერთმანეთს მილებით, ზოგიერთი „მილი“ ასახავს სხეულის ორგანოთა ფორმას. ზოგიერთ ქალს გააჩნია გვირგვინი[8][9].
„კოსმოლოგიური“
სხვა წრიული დიაგრამები აუხსნელი აზრით. ამ განყოფილებასაც გააჩნია დამატებითი გვერდები. ერთ-ერთი ასეთი დამატება ექვსი ფურცლის ტოლია, შეიცავს რუკის ან დიაგრამის მაგვარ სქემას ცხრა „კუნძულს“, რომელიც დაკავშირებულია „დამბებით“, სასახლეებითა და შესაძლებელია ვულკანით [8][9].
„ფარმაცევტული“
მცენარის სხვადასხვა ნაწილის ბევრი ხელმოწერილი სურათი გვერდის მინდორზე ფარმაცევტული ჭურჭლით. ამ განყოფილებაში ასევე არის ტექსტის რამდენიმე აბზაცი, შესაძლებელია რეცეპტებით[8][9].
„რეცეპტები“
განყოფილება შედგება მოკლე აბზაცებისგან,

რომლებიც გამოყოფილია ყვავილის ფორმის აღნიშვნებით (ან ვარსკვლავებით)[8][9].

right ილუსტრაციები „ბიოლოგიურ“ განყოფილებაში დაკავშირებული არხების ქსელთან

საშუალო შტაბეჭდილება რომელსაც ახდენს მანუსკრიპტის დარჩენილი გვერდები, საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, ის იყო განკუთვნილი იმისათვის, რომ სამსახური გაუწიოს ფარმაასლს ან ცალკეული თემებით შუა საუკუნეების წიგნს ან უფრო გვიანდელ მედიცინას. თუმცა ილუსტრაციების დამაბნევებელი ნაწილები ავსებენ ბევრ თეორიას წიგნის წარმოშობის, მისი შინაარსისა და იმ მიზნების შესახებ რისთვისაც იყო ის დაწერილი[16].

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ წიგნის დიდი ნაწილი მიძღვნილია მცენარეებისთვის, მაგრამ მცდელობა შეედარებინათ ისინი მცენარეთა რეალურ ნიმუშებთან და იმ დროის სტილიზებულ სურათებთან საბოლოოდ მთლიანად ჩავარდა[17]. რამდენიმე მცენარე: იაჟუჟუნა, გვიმრა ადიანტუმი, შროშანა, ბრტყელეკალა — შესაძლებელია სრულიადაც იყოს დაზუსტებული. ის სურათები „ბოტანიკური“ განყოფილებიდან, რომლებიც შეესაბამება „ფარმაცევტული“ განყოფილების ნიმუშებს, ქმნიან მათი ზუსტი ასლების შთაბეჭდილებას, მაგრამ არარსებული ნაწილებით, რომლებიც ავსებულია დაუჯერებელი დეტალებით. ერთი ეგზემპლარის ფესვი დაკავშირებულია მეორეს ფოთლებთან და მესამეს ყვავილებთან[17].

რობერტ ბრამბო მიიჩნევდა, რომ ილუსტრაციებიდან ერთ-ერთი გამოსახავდა ახალი სინათლის მზესუმზირას. ეს რომ ასე ყოფილიყო, დაეხმარებოდა მეცნიერებს მანუსკრიპტის დაწერის თარიღის გარკვევაში და გამოაშკარავებდა მისი ინტრიგნულ წარმოშობას[16]. თუმცა მსგავსება ძალიან მცირეა, მით უმეტეს თუ შევადარებთ ნახატს ნამდვილს ცოცხალ ნიმუშთან, და რადგანაც მისი მასშტაბი არ არის გარკვეული, მცენარის გამოსახულება შიძლება იყოს სხვა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, რომელიც შეიცავს ბაბუაწვერას, გვირილას და სხვა სახეობებს მთელი მსოფლიოდან.

2014 წელს მეცნიერებმა შეძლეს ხელნაწერის მცენარეებიდან 37 სურათის იდენტიფიცირება 303-დან. ბოტანიკოსმა არტურ თაკერმა და IT-ტექნოლოგიების სპეციალისტმა რეკსფორდ ტალბერტმა პირველებმა გამოიცნეს ერთ-ერთი მცენარე კაკტუსი, იდენტურია შუა საუკუნეების ფლორისტიკურ კოდექსში გამოსახული „Cruz-Badianus“ (აცტეკები), აცტეკების ენით დაწერილი — ნაუატლე.[18]

არხები და ღრმულები „ბიოლოგიურ“ განყოფილებაში შეიძლება აღნიშნავდნენ კავშირს ალქიმიასთან, რასაც შეიძლება ჰქონოდა მნიშვნელობა წიგნს რომ ინსტრუქციები ჰქონოდა მედიცინის ელექსირებისა და ნარევების შესაქმნელად. თუმცა იმ დროის ალქიმიის წიგნებისთვის დამახასიათებელია გრაფიკული ენა, სადაც პროცესები, მასალები და კომპონენტები გამოისახებოდა განსაკუთრებული ნახატების სახით (არწივი, ბაყაყი, ადამიანი სამარხში, წყვილი საწოლში და ა.შ) ან სტანდარტული ტექსტური სიმბოლოებით (წრე ძვრით და ა.შ). არც ერთი მათგანი არ იდენტიფიცირდება ვოიჩინის მანუსკრიპტში.

სერჯიო ტორეზელო, პალეობოტანიკის ექსპერტი, აღნიშნავდა, რომ მანუსკრიპტი შეიძლება იყო ალქიმიური ჰერბალისტიკა, რომელსაც სინამდვილეში არ აქვს არაფერი საერთო ალქიმიასთან, თუმცა იყო შუასაუკუნეების ყალბი წიგნი, ნახევრად გამოგონებული სურათებით, რომლის ტარებაც შეეძლო მატყუარა-ექიმს კლიენტებზე შთაბეჭდილების მოსახდენად. სავარაუდოდ, ასეთი წიგნების შესაქმნელი სახლის სემინარები არსებობდა სადღაც ჩრდილოეთ იტალიაში, ზუსტად მანუსკრიპტის დაწერის სავარაუდო დროს[19]. თუმცა ამგვარი წიგნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ვოინიჩის მანუსკრიპტისგან სტილითაც, ფორმატითაც, ამას გარდა ყველა მათგანი დაწერილია ჩვეულებრივ ენაზე.

ეს მანუსკრიპტის სამგვერდიანი დამატება თავის მხრივ რთავს სქემას, სავარაუდოდ ასტრონომიულს

ასტროლოგიური გამოკვლევები ხშირად იკავებდნენ მნიშვნელოვან როლს მცენარეების აკრეფისას, სისხლდენისას და სხვა მედიცინის პროცედურებში, რომლებიც ტარდებოდა ასტროლოგიურ წიგნებში გაწერილი ხელსაყრელი თარიღების დროს (მაგალითად, ნიკოლოს კალპერის წიგნები). თუმცა ჩვეულებრივი ზოდიაქოს ნიშნების სიმბოლოების, 24-სთიანი დღის გამოსახულების, 12 თვისგან შემდგარი წლის, წელიწადის დროების და ერთი პროგრამის, შესაძლებელია გამოსახული კლასიკური პლანეტების გარდა, ჯერ კიდევ ვერავინ შეძლო ინტერპრეტირება მოეხდინა ილუსტრაციების ცნობილი ასტროლოგიური ტრადიციების ფარგლებში (ევროპულისა ან რაიმე სხვის)[16].

წრის გამოსახულება „ასტრონომიურ“ განყოფილებაში გამოსახავს არასწორი ფორმის ობიექტს ოთხი ჩაზნექილი სექტორით. წელს ანტიკვარმა ვილიამ რომენ ნიუბოლდმა მისი ინტერპრეტირება მოახდინა როგორც გალაქტიკის, რომლის მიღებაც მხოლოდ ტელესკოპით[20] იყო შესაძლებელი. მის მიერ მეორე სურათი ინტერპრიტირებული იყო როგორც ცოცხალი ორგანიზმი, მიკროსკოპის ქვეშ. ეს საშუალებას იძლეოდა გევარაუდა, რომ ხელნაწერის შექმნის დროა — არა შუა საუკუნეები, არამედ უფრო გვიანი პერიოდი. თუმცა ნიუბოლდის ანალიზი მოგვიანებით უარყოფილი იყო რადგან მიიძნეოდა როგორც ზედმეტად სპეკულატური[21].

იოგან მარკუს მარცი (1595–1667) ხელნაწერილი გაუგზავნა კირხერუ ატანასიუსუს 1666 წელს

რადგანაც ხელნაწერის ანბანი არ ჰგავს არცერთ ცნობილ სისტემას და ტექსტი დღემდე არაა გაშიფრული ერთადერთი რასაც შეიძლება მოვეჭიდოთ წიგნის წლოვანებისა და მისი წარმომავლობის დასადგენად არის — ილუსტრაციები. კერძოდ ტანსაცმელი და ქალების გაფორმება. ყველა დეტალი დამახასიათებელია XV—XVI საუკუნეების ევროპისათვის.

არიზონის უნივერსიტეტის ქიმიკოსისა და არქეომეტრისტის გრეგ ხოჯინსის რადიოაქტიური ანალიზის შედეგების მიხედვით< დამტკიცდა, რომ პერგამენტი მანუსკრიპტისთვის შექმნილი იყო 1404 წელსა და 1438 წელს შორის რენესანს-ის ეპოქაში[2]. ხელნაწერის მელნის ანალიზი, რომელიც ჩიკაგოში ჩატარდა, აჩვენა მისი ქიმიური და მინერალური შემადგენლობა (ფერად საღებავსა და მელანში იყენებოდა მღებავი მინერალები), რომელიც ემთხვეოდა შუასაუკუნეების ფართო პერიოდს[11]. დათარიღება მელნის მიხედვით არ მომხდარა, რადგან ძირითადი შემადგენლობის მიხედვით ეს არაორგანული მასალაა. მელანი, რომლითაც დაწერილია ტექსტის ძირითადი ნაწილი, აბიქტუვალურად იქმნებოდა მსგავსი რეცეპტებით და იყნებოდა შუა საუკუნეების დასაწყისიდან მე-19 საუკუნის ბოლომდე. აქედან გამომდინარე პერგამენტის დათარიღებამ შესაძლებელი გახადა გაგვესანზღვრა ხელნაწერის შესრულების მხოლოდ მეტად ადრინდელი პერიოდი. იელსის ბიბლიოთეკა, რომელიც ორივე გამოკვლევის დამკვეთად გვევლინება, მანუსკრიპტის შექმნის პერიოდად აღნიშნავს 1401-1599 წლებს.

1666 წლის იოგან მარცის ხელნაწერი წერილის მიხედვით, რომელიც ატანასიუსუ კირხერუს ეკუთვნოდა, წიგნი ეკუთვნოდა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორს რუდოლფ II-ის (1552—1612). არსებობს დაუმტკიცებელი ვარაუდი (არ არის აღმოჩენილი არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება), რომ იმპერატორმა გადაიხადა 600 დუკატი ხელნაწერში (დაახლოებით ორ კილოგრამამდე ოქრო)[9]. წიგნი გადაცემული იყო იაკობ სინაპიუსის ( 1622 წელი), იმპერატორის მებაღის ხელებში[9].

შემდეგი და ზუსტად დამტკიცებული წიგნის პატრონი იყო გეორგი ბარეში (1585—1662), ალქიმიკოსი პრაღიდან. ბარეში, როგორც ჩანს, ისევე როგორც თანამედროვე მეცნიერებები, დაინტერესებული იყო საიდუმლო წიგნით, რომელიც „უშედეგოდ იყენებს ადგილს ბიბლიოთეკაში“[22]. იმის გაგების შემდეგ, რომ ატანასიუს კიხერი, ცნობილი იეზუიტი მეცნიერია რომის კოლეგიიდან, რომელმაც გამოაქვეყნა კოპტსის ლექსიკონი და გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები, მან დააკოპირა ხელნაწერის ნაწილი და გაუგზვანა ის კიხერს, რომში (ორჯერ), სთხოვდა რომ დახმარებოდა მის გაშიფვრაში. 1639 წლის ბარეშის წერილი კირხერს, აღმოჩენილია უკვე ჩვენს დროში რენე ცენდრებგენის მიერ — ხელნაწერის ყველაზე ადრინდელი ხსენება.

გაურკვეველი დარჩა უპასუხა თუ არა კირხერმა ბარეშის თხოვნას, მაგრამ ცნობილია, რომ მას სურდა წიგნის ყიდვა, თუმცა ბარეშმა, სავარაუდოდ უარი თქვა მის გაყიდვაზე. ბარეშის გარდაცვალების შემდეგ წიგნი მისი მეგობრის ხელში გადავიდა — იოგანუ მარკუს მარცის, პრაღის უნივერსიტეტის რექტორთან. სავარაუდოდ მარციმ ის კირხერთან გაგზვანა, თავის ძველ მეგობარს. მარცის 1666 წლის მფარველობითი წერილი იყო ხელნაწერთან ერთად, როდესაც 1912 წელს ვოინიჩმა იგი შიძინა[20].

ვილფრიდ ვოინიჩმა (1865—1930) 1912 წელს შეიძინა ხელნაწერი

შემდეგი 200 წელიწადი ხელნაწერის ბედი უცნობია, მაგრამ მეტად სავარაუდოა, რომ ის ინახებოდა კირხერის სხვა მიმოწერებთან ერთად რომის კოლეგიის ბიბლიოთეკაში (დღევანდელი პაპის გრიგორიანული უნივერსიტეტი). სავარაუდოდ, წიგნი ზუსტად მანდ იყო სანამ ვიტორიო ემანუელე II-ის ჯარმა არ დაიპყრო ქალაქი 1870 წელს და არ მიუერთა პაპის სამფლობელო იტალიის სამეფოს. ახალმა იტალიურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონფისკაცია ეკლსიისგან, დიდი საკუთრების ანაზღაურება, მათ შორის ბიბლიოთეკის.

ბეკსის ბიბლიოთეკა გადატანილი იყო მონდრაგონეს ვილაზე ფრასკატში — დიდი სასახლე რომთან ახლოს, რომელიც შეიძინეს იეზუიტებმა 1866 წელს იეზუიტური კოლეჯის (გისლიერის) ნაწილად გახდომის შემდეგ.

1912 წელს რომის კოლეგია საჭიროებდა რესურსებს და გადაწყვიტა დიდი საიდუმლოს ქვეშ გაეყიდა თავისი საკუთრების ნაწილი. მანდრაგონის ვილაზე კირხერის შეკრების წიგნების გადაწყობის დროს, ვილფრიდ ვოინიჩი გადააწყდა უცნაურ მანუსკრიპტს. მთლიანობაში მან იეზუიტებთან შეიძინა ოცდაათი ხელნაწერი, მათ შორის ეს წიგნიც. წიგნის შეძენის შემდეგ ვოინიჩმა შიფრირებისთვის მისი ასლი გაგზავნა ამდენიმე სპეციალისტთან. 1961 წელს, მისი ცოლის ეტელ ლილიან ვოინიჩის გარდაცვალების შემდეგ, (ცნობილი როგორც რომანის „მოსაბეზრებელი ადამიანის“ ავტორი და მათემატიკოსი ჯორჯ ბულის შვილი), წიგნი გაყიდული იყო მისი მემკვიდრის ენ ნილის მიერ სხვა წიგნისგამყიდველისთვის. მას შემდეგ, რაც მან ვერ შეძლო მყიდველის პოვნა, 1969 წელს კრაუსმა მანუსკრიპტი ბეინეკის იშვიათი წიგნების ბიბლიოთეკას შესწირა[9].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დოკუმენტურად წიგნის ისტორია ცნობილია XVI საუკუნის დასაწყისიდან; ხელნაწერის წარმოშობის ამხსნელი, ბევრი თეორიიდან ერთ-ერთის თანახმად ის შეიძლება ყოფილიყო XVI საუკუნის გაყალბება, რომლის სახეც უფრო ადრეული არტეფაქტია
  2. 2.0 2.1 Daniel Stolte. (2011-02-09) UA Experts Determine Age of Book 'Nobody Can Read'. UANews — University of Arizona. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-04. ციტირების თარიღი: 2013-09-04.
  3. Daniel Stolte. (2011-02-10) Experts determine age of book 'nobody can read'. Other Sciences > Archaeology & Fossils. ციტირების თარიღი: 2013-09-05.
  4. Код Войнича. Самый загадочный манускрипт в мире. Передачи. Телеканал «Культура». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-09-04.
  5. Piece #1 - The Voynich Code - The World's Mysterious Manuscript. 2011 World's Best Television & Films Winners. New York Festivals. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-05. ციტირების თარიღი: 2013-09-04.
  6. Pelling, Nick. (2008-09-11) Voynich Theories. ciphermysteries.com. ციტირების თარიღი: 2013-09-05.
  7. Brumbaugh 1978.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 Beinecke Digital Collections.
  9. 9.00 9.01 9.02 9.03 9.04 9.05 9.06 9.07 9.08 9.09 9.10 Barbara A. Shailor. Voynich catalog record. Yale University Beinecke Rare Book & Manuscript Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-11. ციტირების თარიღი: 2013-09-05.
  10. Collection Highlights.
  11. 11.0 11.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-07-01.
  12. A prefix-midfix-suffix decomposition of Voynichese words (1997-12-10). ციტირების თარიღი: 2013-09-08.
  13. The Generalized Chinese Theory (1998-09-26). ციტირების თარიღი: 2013-09-08.
  14. On the VMS Word Length Distribution (2000-12-23). ციტირების თარიღი: 2013-09-08.
  15. Catherine Zandonella. (2001-11-17) Book of Riddles. New Scientist, Issue 2317. ციტირების თარიღი: 2013-09-08.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 Klaus Schmeh. (2011-01) The Voynich Manuscript: The Book Nobody Can Read. Skeptical Inquirer, Volume 35.1. ციტირების თარიღი: 2013-09-05.
  17. 17.0 17.1 Kennedy & Churchill 2004.
  18. Найден ключ к шифру самой загадочной книги на Земле — манускрипту Войнича // KP.RU
  19. René Zandbergen. (2011) Past analysis and proposed solutions. voynich.nu. ციტირების თარიღი: 2013-09-05.
  20. 20.0 20.1 Tiltman 1967.
  21. William Romaine Newbold (1865-1926). Archives > Historical Features > Penn Biographies. University of Pennsylvania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 2013-09-05.
  22. René Zandbergen. (2010-04-28) Letters to Athanasius Kircher. Voynich MS. voynich.nu. ციტირების თარიღი: 2013-09-06.