შინაარსზე გადასვლა

ზორან მილანოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზორან მილანოვიჩი
ზორან მილანოვიჩი
ხორვატიის პრეზიდენტი (არჩეული)
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა19 თებერვალი, 2020
წინამორბედიკოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 დეკემბერი, 2011 – 22 იანვარი, 2016
პრეზიდენტიივო იოსიპოვიჩი
კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი
წინამორბედიიადრანკა კოსორი
მემკვიდრეტიჰომირ ორეშკოვიჩი

დაბადებული30 ოქტომბერი, 1966 (1966-10-30) (58 წლის)
ზაგრები, ხორვატია
პოლიტიკური პარტიახორვატიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
მეუღლესანია მუსიჩ-მილანოვიჩი
შვილებიანტე, მარკო
განათლებაზაგრების უნივერსიტეტი
რელიგიაათეიზმი
ხელმოწერა

ზორან მილანოვიჩი (ხორ. Zoran Milanović; დ. 30 ოქტომბერი, 1966) — მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის ხორვატიელი პოლიტიკოსი. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2011 წლის 23 დეკემბრიდან 2016 წლის 22 იანვრამდე. ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი.

ზორან მილანოვიჩი დაიბადა 1966 წლის 30 ოქტომბერს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში. დაასრულა ზაგრების უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ზაგრებში მოსამართლედ, ხოლო 1993 წლიდან ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ერთი წლის შემდეგ იგი ეუთოს ხაზით მუშაობდა მთიან ყარაბაღში. 1996 წელს გახდა ევროპის კავშირისა და ნატოს ხორვატიის მისიის მრჩეველი ბრიუსელში. იქვე დაასრულა ასპირანტურა. 1999 წელს დაუბრუნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ამავე პერიოდში მილანოვიჩმა დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა. 1999 წელს გაწევრიანდა ხორვატიის კომუნისტთა კავშირის ბაზაზე ჩამოყალიბებულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. პარტიის 2000 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატოსთან თანამშრომლობას კურირებდა. სამი წლის შემდეგ გახდა საგარეო საქმეთა მინისტრის ტონინო პიცულის მრჩეველი. 2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში ხორვატიის დემოკრატიული თანამშრომლობის გამარჯვების შემდეგ მილანოვიჩი ტოვებს თანამდებობას.

2004 წელს აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, ხოლო ორი წლის შემდეგ მცირე ხნით გახდა პარტიის პრეს-მდივანი. პარტიის ლიდერის ივიცა რაჩანის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელად. პარტიის რეიტინგმა სწრაფი ზრდა დაიწყო და 2007 წლის არჩევნებში გახდა უმსხვილესი ოპოზიციური ძალა.

2011 წლის 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეთაურობით შექმნილმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მიიღო მანდატების უმრავლესობა. შესაბამისად 23 დეკემბერს დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

2019 წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში. ორი ტურის შედეგად დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და გახდა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი. თანამდებობას დაიკავებს 2020 წლის 19 თებერვალს.

ზორან მილანოვიჩი 1994 წლიდან დაოჯახებულია. მისი მეუღლეა სანიე მუსიჩ-მილანოვიჩი, მათ ყავთ ორი შვილი ანტე და მარკო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]