ილია მაისურაძე
ილია (ილა) მაისურაძე (დ. 1879, ცხინვალი — გ. 1 სექტემბერი, 1924) — ქართველი ანტისაბჭოთა მოძრაობის მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1879 წელს ცხინვალში. მამა – ზაქარია (დ. 1846), დედა – მაშო (დ. 1849), მეუღლე – კეკე (დ. 1886) შვილები – ნიკალა (1904–1930), სონია (დ. 1911), მანია (დ. 1916), ელენა (დ. 1922).
მაისურაძე იყო რსდმპ-ის წევრი 1904 წლიდან. პირველად დააპატიმრეს 1907 წელს, როგორც წითელრაზმელი, არასაიმედო პირი, იარაღის მატარებელი და გადასახლეს ასტრახანის გუბერნიაში 1907 წლის ბოლომდე.
ილა მაისურაძე საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში იყო ჯავის მილიციის უფროსი. აქტიური მონაწილეობა მიიღო 1918 წლის ოსების აჯანყებების ჩახშობაში. საბჭოთა ოკუპაციის პირველივე თვეებში დაპატიმრეს, გაათავისუფლეს 1921 წლის ივნისში. 21 ივლისს კვლავ დააპატიმრეს და აღარ გაუთავისუფლებიათ, მის წინააღმდეგ ძიება დაამთავრეს 1921 წლის 21 დეკემბერს. 1923 წლის მაისში მასზე ძებნა გამოცხადდა. დახვრიტეს 1924 წლის 1 სექტემბერს ანტისაბჭოთა აჯანყების სხვა მონაწილეებთან ერთად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ილია მაისურაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ჯიქია, ლ. 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში გვ. 63 — თბილისი, 2012