ლიგა 3
ქვეყანა | საქართველო |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა | 1990 |
კლუბ. რაოდენობა | 16 |
ღზევდება | ეროვნული ლიგა 2 |
ქვეითდება | ლიგა 4 |
ლიგა 3 (2020) |
ლიგა 3 (წარსულში — მეორე ლიგა) — საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონი ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის შემდეგ, რომელსაც ატარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 1990 წლიდან.
ლიგის ფორმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჟამინდელი სახელწოდება ლიგას მიენიჭა 2017 წელს, როცა გათამაშებაში ოცი გუნდი მონაწილეობდა[1]. 2019 წლის სეზონიდან კლუბების რაოდენობა განახევრდა.
მოქმედი რეგლამენტის თანახმად, გათამაშება ტარდება ოთხ წრედ. სეზონის განმავლობაში ყოველი კლუბი ატარებს ოთხ მატჩს თითოეულ მეტოქესთან - ორს შინ და ორს სტუმრად. 36 თამაშის შემდეგ ლიგის გამარჯვებული პირდაპირ გადადის ზედა ლიგაში, II და III ადგილოსანი ლიგა 2-ის შესაბამისად IX და VIII ადგილზე გასული კლუბების წინააღმდეგ პლეი-ოფში იღებენ მონაწილეობას, ხოლო IX-X ადგილებზე გასული გუნდები დაქვეითდებიან ლიგა 4-ში[2].
2020 წლის სეზონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი მხოლოდ ორ წრედ ჩატარდა. გათამაშებაში მონაწილეობდნენ შემდეგი გუნდები:
კლუბი | ქალაქი | სტადიონი |
---|---|---|
ბახმარო | ჩოხატაური | ბორის პაიჭაძის სახ.სტადიონი |
გარეჯი | საგარეჯო | არსენ მეკოკიშვილის სახ.სტადიონი |
გორი | გორი | ქართლი |
გურია | ლანჩხუთი | ევგრაფი შევარდნაძის სტადიონი |
კოლხეთი-1913 | ფოთი | ფაზისი |
კოლხეთი | ხობი | პაატა თათარიშვილის სახ.სტადიონი |
მეშახტე | ტყიბული | ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახ.სტადიონი |
საბურთალო-2 | თბილისი | ბენდელა |
სპაერი | თბილისი | სპაერი |
თბილისი სითი | თბილისი | ოლიმპიური კომპლექსი |
ჩატარებული 18 თამაშის შედეგად ლიგის გამარჯვებული "გარეჯი" გახდა, რომელმაც მომდევნო სეზონში ლიგა 2-ში მონაწილეობის უფლება მოიპოვა[3].
კლუბი | მოგ | ფრე | წაგ | ბურთ. შეფ. | ქულა |
---|---|---|---|---|---|
გარეჯი | 14 | 1 | 3 | 33-17 | 43 |
კოლხეთი-1913 | 12 | 2 | 4 | 47-18 | 38 |
გორი | 9 | 5 | 4 | 22-18 | 32 |
სპაერი | 9 | 3 | 6 | 31-20 | 30 |
გურია | 8 | 2 | 8 | 26-30 | 26 |
კოლხეთი | 5 | 7 | 6 | 27-24 | 22 |
თბილისი სითი | 6 | 3 | 9 | 21-23 | 21 |
საბურთალო-2 | 6 | 1 | 11 | 22-31 | 19 |
ბახმარო | 5 | 3 | 10 | 20-33 | 18 |
მეშახტე | 1 | 3 | 14 | 10-45 | 6 |
„ბახმარო“ და „მეშახტე“ ლიგა 4-ში დაქვეითდნენ, კოლხეთი-1913 და სკ გორმა კი ლიგა 2-ში გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშეს, თუმცა ორი მატჩის ჯამში მარცხი განიცადეს:
- კოლხეთი-1913 - ვიტ-ჯორჯია - 1-0, 0-1, პენალტების სერიის შემდეგ 3-4[4].
- მერანი მარტვილი - გორი - 3-1, 0-0[5].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|