შინაარსზე გადასვლა

მარია კლეველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია კლეველი
ორლეანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 27 ნოემბერი, 1440
მმართ. დასასრული: 5 იანვარი, 1465
წინამორბედი: ბონა არმანიაკი
მემკვიდრე: ჟანა დე ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 სექტემბერი, 1426
გარდ. თარიღი: 23 აგვისტო, 1487, (60 წლის)
მეუღლე: შარლ I, ორლეანის ჰერცოგი
შვილები: მარი, ნარბონის ჰერცოგინია
ლუი XII, საფრანგეთის მეფე
ანა, ფონტერვუდის აბატი
დინასტია: ლა მარკები
მამა: ადოლფ I, კლევის ჰერცოგი
დედა: მარი ბურგუნდიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია კლეველი (გერმ. Maria von Kleve, ფრანგ. Marie de Clèves; დ. 19 სექტემბერი, 1426 — გ. 23 აგვისტო, 1487) — ლა მარკთა დინასტიის წარმომადგენელი. კლევის ჰერცოგ ადოლფ I-ისა და მისი ცოლის, მარი ბურგუნდიელის ასული. ორლეანის ჰერცოგინია 1440-65 წლებში როგორც შარლ I-ის მესამე ცოლი. საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის დედა.

მარია დაიბადა 1426 წლის 19 სექტემბერს. იგი იყო კლევის ჰერცოგ ადოლფ I-ისა და მისი მეორე ცოლის, ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ის ასულ მარი ბურგუნდიელის ქალიშვილი.

1440 წლის 27 ნოემბერს ცოლად შერთეს 32 წლის ორლეანის ჰერცოგ შარლ I-ს, რომელიც უკვე ორჯერ იყო დაქვრივებული, თუმცა მემკვიდრე არ ჰყავდა. მასა და მარიას სამი შვილი შეეძინათ, აქედან მხოლოდ ერთი იყო ვაჟი, რომელის შემდგომში საფრანგეთის მეფე გახდა.

მარია კლეველი იყო პოეზიისა და ფერწერის დიდი პატრონაჟი. ცნობილია, რომ თავისი ქმრის მსგავსად, იგიც ხშირად წერდა ლექსებს. შარლი 1465 წელს გარდაიცვალა 70 წლის ასაკში.

მარია კლეველი გარდაიცვალა 1487 წლის 23 აგვისტოს, 60 წლის ასაკში.

  1. მარი (1457-1493), 1476 წელს ცოლად გაჰყვა ნარბონის ჰერცოგ ჟან დე ფუას, რომელთანაც შეეძინა არაგონის დედოფალი ჟერმენა დე ფუა;
  2. ლუი XII (1462-1515), საფრანგეთის მეფე, პირველად ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის უფროსი ასული ჟანა დე ვალუა, თუმცა უნაყოფობის გამო 1499 წელს მას გასცილდა და იქორწინა თავისი ცოლის ძმის ქვრივ ანა ბრეტონელზე, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა, 1514 წელს კი ანას გარდაცვალების შემდეგ იგი დაქორწინდა ინგლისის მეფე ჰენრი VII-ის ასულ მერი ტიუდორზე, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია. იგი იყო მამა საფრანგეთის დედოფალ კლაუდია ვალუასი და ფერარას ჰერცოგინია რენე ფრანგისა;
  3. ანა (1464-1491), იყო ფონტევრულისა და პუატიეს აბატი.
  • Arn, Mary-Jo. Charles d'Orléans in England, 1415-1440. Cambridge; Rochester, NY, USA : D.S. Brewer, 2000. googlebooks Retrieved August 17, 2009
  • Wilson, Katharina M. An Encyclopedia of Continental Women Writers. Vol. 2 New York: Garland Pub, 1991. googlebooks
  • Holt, Emily Sarah. Memoirs of Royal Ladies. London : Hurst and Blackett, 1861. googlebooks