მოწმენდილობის ზღვა
მოწმენდილობის ზღვა | |
Mare Serenitatis | |
მონაცემები | |
---|---|
სიგრძე | 674.28 კმ. |
სახელწოდება | |
დამტკიცებულია | IAU (1935) |
მდებარეობა | |
27.29° ჩ. გ. 18.36° ა. გ. / 27.29° ჩ. გ. 18.36° ა. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
მოწმენდილობის ზღვა ვიკისაწყობში |
მოწმენდილობის ზღვა[1], სინათლის ზღვა[2] (ლათ. Mare Serenitatis) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის ხილულ მხარეს. სახელწოდება შემოიღო ასტრონომმა ჯოვანი რიჩიოლიმ.
მოწმენდილობის ზღვის ცენტრის სოლენოგრაფიული კოორდინატებია 27°17′N 18°22′E / 27.29° ჩ. გ. 18.36° ა. გ., დიამეტრი დაახლოებით 674.28 კმ-ია. გამოირჩევა ლავის კონტრასტული ფერებით. გარე კიდის გასწვრივ გაჰყვება მუქი ბაზალტის რგოლი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთით ვრცელდება სიწყნარის ზღვამდე. აღმოსავლეთით მდებარეობს კრატერი პოსეიდონი[3]. ზღვის ცენტრს კვეთს ღია ფერის სხივი, რომელიც სათავეს ტიხოს კრატერიდან იღებს. ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე ქედია გადაჭიმული (ნიკოლა, ლისტერა, სმირნოვა) და ჩრდილოეთის უსახელო მონაკვეთი. მას არაოფიციალურად გველის ქედს ეძახიან და საინტერესო ობიექტის წარმოადგენს ასტრონომიის მოყვარულთათვის. მოწმენდილობის ზღვაში ყველაზე დიდი კრატერია 16 კმ დიამეტრის კრატერი ბესელი, რომელიც მდებარეობს ზღვის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში.
1972 წელს მოწმენდილობის ზღვას ეწვია აპოლო 17, ხოლო 1973 წელს — ლუნა-21, რომელმაც მთვარის ზედაპირზე გადმოსვა ლუნოხოდ-2. ეს თვითმავალი მანქანა მოძრაობდა მთვარის ზედაპირზე ოთხი თვის განმავლობაში, იღებდა ტერიტორიის ფოტოგრაფიულ პანორამებს, ახდენდა მაგნიტომეტრიულ გაზომვებსა და ნიადაგის რენტგენის ფლუორესცენციულ ანალიზს ზღვებისა და კონტინენტურ ზონებს შორის გარდამავალ ზონაში.
მოწმენდილობის ზღვაში დიდი დადებითი გრავიტაციული ანომალიაა მასკონი. ზემოთ მოცემულ გრაფიკზე ზედა სეგმენტი წარმოადგენს ზღვის ტოპოგრაფიას — ბრტყელ, დაბალ უბანს. ქვედა სეგმენტი აჩვენებს გრავიტაციის ცვლილებას. ცენტრში მწვერვალი არის მასკონი.
მოწმენდილობის ზღვის მიდამოში გაიმართა კოსმოსური ექსპედიციები ნიკოლაი ნოსოვის ზღაპრის რომან «Незнайка на Луне»-ში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Море Ясности // Оксфордская иллюстрированная энциклопедия = The Oxford Illustrated Encyclopedia. — М.: «Инфра-М», «Весь мир», 2003. — Т. 8: Вселенная. — С. 95. — 204 с. — 5000 экз. — ISBN 5-16-000077-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Mare Serenitatis.
- Карта моря Ясности
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ხარაძე ე., „ასტრონომიის საფუძვლები“ : 2 ტომად : ტომი I, 1991
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 311.
- ↑ Морфологический каталог кратеров Луны. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-26. ციტირების თარიღი: 2011-05-18
|