მუღამი
მუღამი (აზერ. Muğam) — აზერბაიჯანის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორის ტრადიციული ჟანრი[1]. მუღამი ხასიათდება მელოდიური განლაგების იმპროვიზაციის ტიპის მიხედვით. ის სრულდება, როგორც მთლიანად (დასთგაჰი), ასევე ნაწილებად სოლო შემსრულებლის (ჰენანდე) მიერ ინსტრუმენტული თანხლებით ან სოლო ინსტრუმენტული ნაწარმოების სახით.
მუღამი ითვლება აზერბაიჯანული ნაირსახეობის მუზიფიცირების პრაქტიკად, რომელიც გავრცელებულია ახლო და შუა აღმოსავლეთის კულტურებში[2].
მუღამის სამი ძირითადი სკოლა მე-19 და მე-20 საუკუნეებში ყარაბაღის, შირვანისა და ბაქოს რეგიონებში არსებობდა. ეს ხელოვნება განსაკუთრებით ცნობილი იყო ყარაბაღის ქალაქ შუშაში.
2003 წელს იუნესკომ შეიტანა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[3].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუღამს მიეკუთვნება მოდალური მუსიკის სისტემა და ითვლება, რომ ის სპარსული მუსიკალური ტრადიციიდან გამომდინარეობს.
აზერბაიჯანული მუღამი თავისი ხელოვნური თვისებების მიხედვით ენათესავება ისეთ მუსიკალურ ტრადიციებს, როგორიცაა თურქული თაქსიმები, ირანული დასტგაჰები, უიღურული მუკამები, უზბეკურ-ტაჯიკური შაშმაკამები, არაბული ნებები, ინდური რაგი და სხვა. აზერბაიჯანელები აღიქვამენ მუღამს, როგორც ერთ-ერთ მთავარ კულტურულ ფასეულობას, რომელიც წარმოადგენს ხალხის ეროვნული თვითშეგნების საფუძველს.
XVI-XVII საუკუნეებში მუღამი გადიოდა განვითარების პროცესს, როგორც პროფესიონალური ფოლკლორული მუსიკა სასხლის პირობებში. ამ პერიოდში იწყება დასთგაჰისა და სხვა ფორმების განვითარება მოცემულ ჟანრში. აზერბაიჯანული მუღამის ოსტატები მღეროდნენ ფუზულის, ჰაბიბისა და ხათაი მიერ დაწერილ გაზალებს. მე-19 საუკუნეში აზერბაიჯანის მრავალ რეგიონებში მუსიკალური ღონისძიებები იმართებოდა. მე-19 საუკუნეში ცნობილი ფრანგი მწერალი და მეცნერი ალექსანდრე დიუმა თავის წიგნში "მოზგაურა კავკასიაში" აღწერდა მოგზაურობას შემახიში. იგი წერდა რომ, მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მუღამმა, რომელიც იქ გაიგონა[4]. მსგავსი ღონისძიებები აზერბაიჯანში ჰენანდეების მიერ ტარდებოდა, რომლებიც იყვნენ ყარაბაღიდან, ბაქოდან და თავრიზიდან. ამან გამოიწვია სხვადასხვა რეგიონების სიმღერის ტრადიციების შერწყმა.
პირველი გრამოფონის ჩანაწერი, რომელზეც აზერბაიჯანელი შემსრულებლების მიერ იყო ჩაწერილი მუღამი გამოიცა 1906 წელს. მოცემული ჩანაწერი გამოსცა ინგლისურმა სააქციო საზოგადოებამ „გრამაფონმა“.
30-იანი წლებიდან მოყოლებული მუღამი, როგორც სხვა სახალხო კულტურა სსრკ-ს ხალხებისა, სახელმწიფოს ძიმე კონტროლს ექვემდებარებოდა. მრავალი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის ეროვნულ მუსიკას საერთაშორისო არენაზე გზები გადაეკეტა. ხალხის გონებაში, მუღამი ძალისმიერად ჩაჯდა, როგორც პრიმიტიული ხელოვნება.
თუმცა, 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირში მდგომარეობა შეიცვალა და პატარა ერებს, მათ შორის აზერბაიჯანელებს, მიეცა შესაძლებლობა, მოესმინათ და შეესწავლათ ხალხური ფოლკლორი და მუსიკა[5].
მე -20 საუკუნის 70-იან წლებში მუღამმა იუნესკოს ძალისხმევით დაიწყო აღორძინება.
New York Times - ის თანახმად, მუღამი წარმოადგენს სიმფონიურ სიუჟეტს, რომელიც კონტრასტული მონაკვეთებით არის სავსე: უშედეგო და რიტმული, ვოკალური და ინსტრუმენტრალური, რომელიც რეფრენის ან გრძელი ნოტის გამოყენებით შეიძლება გარდაიქმნას საცეკვაო მელოდიად[6].
2005 წელს, მუღამის საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით. იმავე წლის აგვისტოში ბაქოს ბულვარის ტერიტორიაზე, ილჰამ ალიევმა და მისმა მეუღლემ, იუნესკოს კეთილი ნების ელჩმა მეჰრიბან ალიევამ და იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა კოიტირო მაცურამ კომპლექსს საფუძველი ჩაუყარეს[7]. კომპლექსის გაიხსნა 2008 წლის 27 დეკემბერს[8].
დღესდღეობით მუღამი ფართოდ ცნობილი გახდა არა მარტო ევროპაში, არამედ აშშ - ში, კანადაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში.
2009 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს მუღამის მსოფლიო საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ შემსრულებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით[9].
მუღამის ფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუღამის ფორმები განსხვავებულია, მაგრამ თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ცალკე სახელი. მუღამის მთავარი მუსიკალური ფორმები დასტთგაჰი (ვოკალურ-ინსტრუმენტული ან სუფთა ინსტრუმენტული), მუღამი (ვოკალურ-ინსტრუმენტული, სოლო-ინსტრუმენტული და სოლო-ვოკალური) და ზერბი მუღამი.
დასტგაჰი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასტგაჰი აზერბაიჯანულ მუღამის ფორმებიდან არის ყველაზე მსხვილი მასშტაბითა და მხატვრული ღირებულებით. ვოკალურ-ინსტრუმენტულმა დასთგაჰებმა გავრცელება ჰპოვეს ბაქოში, განჯაში, შემახიში, ლენქორანსა და სხვა ქალაქებში XIX საუკუნეში. პირველი სამეცნიერო აღწერილობა დასტგაჰმა მიიღო 1884 წელს, აზერბაიჯანელი მეცნიერის მირ მოჰსუნ ნავაბა ყარაბაღის ტრაქტაში - „ვიზუჰილ არგამ“. იმ დროინდელმა ავტორიტეტულმა მუსიკოსებმა, როგორებიც იყვნენ სეიდ შუშინსკი, ზულფი ადიგოზალოვი, მირზა მანსურ მანსუროვი და სხვანი, უზეირ ჰაჯიბეკოვის დავალებით შექმნეს დასტგაჰების შესწავლის სახელმძღვანელო.
ზერბი მუღამი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი განსხვავება ზერბი-მუღამში (ე.წ „რიტმული მუღამი“) არის მისი თანხლება საზანდარების ტრიოს შესრულებისას, ერთ-ერთი რომელიც არის მომღერალი. აქ მთავარ როლს ასრულებს დასარტყმელი ინსტრუმენტი - დეფი და ნაღარა.
ზერბი-მუღამებია: „ყარაბაღის შიქასტა“, „არაზბარი“, „ქესმე შიქასთა“, „ოვშარი“, „მანსურია“, „ეირათი“, „ქერემი“, „სიმაი-შამსი“. ამასთან ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს „ყარაბაღის-შიქასთა“.
ჟანრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუღამ-ოპერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუღამ-ოპერის განვითარებაში დიდი როლი მიუძღვის უზეირ ჰაჯიბეკოვს, როდესაც 1930 წელს მისმა დადგმულმა ოპერამ „ლეილა და მეჯნუნმა“ წარმატება მიიღო. ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა ეგვიპტის პრეზიდენტის გამალ აბდელ ნასერის მიერ, რომელიც 1957 წელს აზერბაიჯანში იმყოფებოდა საქმიანი ვიზით[10]. მუღამ - ოპერა „ლეილი და მეჯნუნი“ მიჩნეულია მნიშვნელოვან კულტურულ მიღწევად.
კიდევ ერთი ცნობილი მუღამ-ოპერაა „შაჰ ისმაილი“, რომლის კომპოზიტორია ცნობილი აზერბაიჯანელი საბჭოთა კომპოზიტორი და დირიჟორი მუსლიმ მაგომაევი.
სიმფონიური მუღამი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმფონიური მუღამი 1948 წელს ჩამოაყალიბა კომპოზიტორმა ფიქრეთ ამიროვმა. მან საფუძველი ჩაუყარა აზერბაიჯანულ სიმფონიურ მუღამს საკუთარი დაწერილი ნაწარმოებებით „შურ“ და „ქურთი ოვშარი“. ამ ჟანრის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ აქ დაცულია მუღამურო დასთგაჰის მახასიათებელი პრინციპები, ამავდროულად, მუღამის მელოდიების განვითარებაში იყენებენ სიმფონიური განვითარების მეთოდებსა და ორკესტრის მრავალფეროვნებას[11].
ჯაზ-მუღამი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილმა აზერბაიჯანელმა ჯაზის მუსიკოსმა ვაგიფ მუსტაფაზადემ, რომელიც 1979 წელს დაიღუპა, შეახამა ერთმანეთში ჯაზი და მუღამი. ჯაზ მუღამი არის ჯაზი, რომელიც ემყარება მუღამის ფოემებს. ჩვეულებრივი ჯაზისგან განსხვავებით ჯაზ-მუღამში იმპროვიზირებულია ორივე რიტმი და შესრულების ფორმა[12][13].
შემსრულებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუღამი აზერბაიჯანში სრულდება საზანდარის ტრიოთი, რომელშიც შედიან: მეთარე, ქამანჩისტი და გავალისტი. მუღამის შესრულების თემატიკა ყველაზე ხშირად შემოიფარგლება ლირიკის სფეროთი - სიყვარული და ფილოსოფია. მუღამის შემსრულებლებს აზერბაიჯანში უწოდებენ ჰენანდეს ან საზანდას.
წარსულის შემსრულებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილი შემსრულებლები
- სეიდ და ხან შუშუნსკები
- ბულბული
- ჯაბბარ გარიაღდიოღლუ
- ჰუსეინქულუ სარაბსკი
- ზულფი ადიგოზალოვი
- ალესკერ აბდულაევი
- მირზა სატარი
- მირთაღი მირბაბაევი
- მაჯიდ ბეიბუთოვი
- ჰაჯი გუსი
- მაშადი ისი
- აბულჰასან-ხან აზერ იგბალი
- მირზა მუხტარ მამედზადე
- ბულბულჯანი
- აღასაიდ აღაბალოღლუ
- მუჰამედ ქეჩაჩიოღლუ
- ისლამ აბდულაევი
- მაშადი მამედ ფარზალიევი
ინსტრუმენტალისტები
მეთარეები
- მაშადი ჯალილ ამიროვი
- შირინ ახუნდოვი
- მირზა სადიგ ასად ოღლუ
- მირზა ფარაჯ რზაევი
- მაშადი ზეინალ ჰაგვერდიევი
- გურბან პირიმოვი
- ძმები ბაქიხანოვები
- მირზა მანსურ მანსუროვი
- ფაშა ალიევი
- ფირუზ ალიზადე
ქამანჩისტები
- გილმალ სალაჰოვი
- ისმაილ თალიშინსკი
აკორდეონისტები
- ქარამბეი
- ახად ალიევი
- აბუთალიბ იუსუბოვი
- ქერბალაი ლათიფი
- თეიუბ დამიროვი
ზურნა
- ალი ქერიმოვი
საბჭოთა პერიოდის შემსრულებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰენანდე
- შოვქათ ალექპეროვა
- აგიგათ რზაევა
- რუბაბა მურადოვა
- ტოფა ალიევა
- ჰაჯიბაბა ჰუსეინოვი
- იავერ კალანტარლი
- აბულფატ ალიევი
- გულუ ასკეროვი
- ნარიმან ალიევი
- ზაჰრა რაგიმოვა
- ჯაჰან თალიშინსკაია
- ფატიმა მეჰრალიევა
- იაგუბ მამედოვი
- ნაჰმეთ მეხტიევი
მეთარეები
- ახსან დადშევი
- ბაჰრამ მანსუროვი
- ალიაღა კულიევი
- ბაბა სალაჰოვი
- ქამილ ახმედოვი
- ჰაჯი მამედოვი
- ჰაბიბ ბაირამოვი
- მამედაღა მურადოვი
- ამირულა მამედბეილი
- ხოსროვ მელიკოვი
- ადილ გერაი
- ანვარ მანსუროვი
- აღასელიმ აბდულაევი
- ქამანჩისტები
- ელმან ბადალოვი
- ადალეთ ვეზიროვი
- გილმან სალაჰოვი
- თალიათ ბაქიხანოვი
გარმონისტები
- ახად ფარზალი ოღლუ
- მაშადი ალი
- ლათოფ ალიევი
- რასიმ ალიევი
- აბუთალიბ იუსიფოვი
- თეიუბ დამიროვი
- ზაქირ მირზოევი
ხალხური ჩასაბერი ინსტრუმენტების შემსრულებლები
- ნადირ ახუნდოვი
- აღასაფ სეიდოვი
- ფირუზ და მაჰარემ ზეინალოვები
გავალისტი
- აზიზაღა ნაჯაფზადე
თანამედროვე შემსრულებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰენანდე
- ისლამ რზაევი
- არიფ ბაბაევი
- ბაბა მაჰმუდოღლუ (მირზოევი)
- მელექხანიმ ეიუბოვა
- ზაბით ნაბიზადე
- ზაჰიდ გულიევი
- ალიბაბა მამედოვი
- ჯანალი აკპეროვი
- აღახან აბდულაევი
- ალიმ გასიმოვი
- ფარგანა მოვლამოვა
- მანსუნ იბრაჰიმოვი
- საქინა ისმაილოვა
- ქიონულ ხასიევა
- განდაბ გულიევა
- ნურია ჰუსეინოვა
მეთარეები
- აღასალიმ აბდულაევი
- ზამიგ ალიევი
- ვამიგ მამედალიევი
- მოჰლათ მუსლიმოვი
- ფირუზ ალიევი
- სარვარ იბრაჰიმოვი
- გადირ რუსტამოვი
- მალიქ მანსუროვი
ქამანჩისტები
- ჰაბილ ალიევი
- მირნაზიმ ასადულაევი
- შფიგა ეივაზოვა
- ფახრადინ დადაშევი
- ელშან მანსუროვი
- მუნის შარიფოვი
გავალისტი
- მახმუდ სალაჰი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუღამის შესახებ - mugamradio.az
- Music Genres - Mugham - azer.com
- PRINCIPLES OF AZERBAI JAN FOLK MUSIC
- The Mugham Society of America -mugham.net
- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: მუღამი
- მუღამი იუნესკოს სიტზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Folk music of Azerbaijan - britannica.com
- ↑ Мугам // Современная энциклопедия. — 2000.
- ↑ Azerbaijani Mugham - unesco.org
- ↑ The Garabagh mugham school - mehriban-aliyeva.az
- ↑ Pekka Gronow. Society for Ethnomusicology, Ethnomusicology, Vol. 19, No. 1 (Jan., 1975), pp. 91-99, Ethnic Music and Soviet Record Industry. — University of Illinois Press on behalf of Society for Ethnomusicology, 2000. — С. 94.
- ↑ Classical Azeri Poetry in Song, From a Team of Father and Daughter
- ↑ Международный центр Мугама. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-16. ციტირების თარიღი: 2018-06-30.
- ↑ Ильхам Алиев принял участие в открытии Международного центра мугама - Фотосессия - news.day.az
- ↑ МЕЖДУНАРОДНЫЙ ФЕСТИВАЛЬ «МИР МУГАМА» В БАКУ
- ↑ Soviet Music and Society Under Lenin and Stalin: The Baton and Sickle
- ↑ Симфонический мугам
- ↑ Azerbaijan mugham music makes revival
- ↑ The Emergence of Jazz in Azerbaijan - Vagif Mustafazade: Fusing Jazz with Mugam