შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ დოლიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დოლიძე.

ნიკოლოზ ბესარიონის ძე დოლიძე (დ. 1872, ამაღლება, ოზურგეთის მაზრა, — გ. 1933) — ქართველი რევოლუციონერი.

მუშაობდა ბათუმში, მანთაშევის ქარხანაში. 1892 წელს მუშათა გაფიცვაში მონაწილეობისთვის სამსახურიდან დაითხოვეს. 1893 წლიდან მუშაობდა თბილისში სხვადასხვა საწარმოებში. 1900 მონაწილეობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების და დეპოს მუშების აგვისტოს გაფიცვაში. 1902 წელს მონაწილეობდა ბაქოს მუშათა დემონსტრაციაში. შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და ჩაერთო გლეხთა მოძრაობაში. 1903 წლიდან იყო რსდმპ წევრი. ამავე წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ყუბანის ოლქში, საიდანაც მალე გაიქცა. მუშაობდა ნოვოროსიისკის ცემენტის ქარხანაში, სადაც, ასევე, რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა. ამისთვის დააპატიმრეს, მაგრამ გაიქცა. 1905 წელს მონაწილეობდა გურიის გლეხთა მოძრაობაში. სტოლიპინის რეაქციის წლებში არალეგალურად მუშაობდა თბილისში. 1909-1911 წლებში სამჯერ გადაასახლეს, მაგრამ სამჯერვე მოახერხა გაქცევა. 1911 წელს იყო სოხუმის ბოლშევიკური კომიტეტის წევრი. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე.