შინაარსზე გადასვლა

სამხრეთი ნახევარსფერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამხრეთ ნახევარსფერო)
სამხრეთი ნახევარსფერო გამოყოფილია მოყვითალო ფერით..
სამხრეთი ნახევარსფერო. მოჩანს სამხრეთი პოლუსიდან
პლაკატი ლეგენდით „უშუაია, მსოფლიოს დასასრული“. უშუაია არგენტინაში არის მსოფლიოში ყველაზე სამხრეთ ქალაქი.

სამხრეთი ნახევარსფერო (ინგლისურენოვან ლიტერატურაში: სამხრეთი ჰემისფერო) — დედამიწის ნაწილი, რომელიც ვრცელდება ეკვატორიდან სამხრეთით. სამხრეთი ნახევარსფერო მოიცავს ანტარქტიდის, ავსტრალიის, სამხრეთ ამერიკის დიდ ნაწილსა და აფრიკის სამხრეთ მონაკვეთს, ოკეანეთის დიდ ნაწილს, აგრეთვე ატლანტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების სამხრეთ ტერიტორიას, ეგრეთ წოდებულ სამხრეთის ოკეანეს. გარდა ამისა, სამხრეთ ნახევარსფეროს მიეკუთვნება აზიის კონტინენტის კუთვნილი კუნძულები, მათ შორის მალაის არქიპელაგის გარკვეული ნაწილი.

ზაფხული აქ დეკემბრიდან მარტამდეა, ხოლო ზამთარი ივნისისა და სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. 22 ან 23 სექტემბერი გაზაფხულის ბუნიაობის თვეებია, 20 ან 21 მარტი კი შემოდგომის ბუნიაობის თვეები. კლიმატები ზომიერი ხასიათისაა, გამონაკლისია ანტარქტიდა, რომლის ჰავა არქტიკის კლიმატზე უფრო ცივია. ეს იმით აიხსნება, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში გაცილებით მეტი წყალია, ვიდრე ხმელეთი, რის გამოც წყალი გათბობასა და გაცივებას შედარებით დიდხანს უნდება, ვიდრე ხმელეთი.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთან შედარებით, სამხრეთი ნახევარსფერო ნაკლებად არის დაბინძურებული, რაც მეჩხერი დასახლებით (მსოფლიო მოსახლეობის 10-12 % სამხრეთ ნახევარსფეროზე მოდის) და ნაკლები ინდრუსტრიალიზაციით არის განპირობებული.

ყველაფერთან ერთად სამხრეთ ნახევარსფეროში არ არის დამახასიათებელი ლინგვისტური მრავალფეროვნება. მოსახლეობა მხოლოდ 5 ენაზე საუბრობს: პორტუგალიურ, ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ ან ინდონეზიურ ენებზე.

სამხრეთ ნახევარსფეროში ციკლონები და ტროპიკული შტორმები ბრუნავს საათის ისრის მიხედვით. სამხრეთი ზომიერი სარტყლები თითქმის მთლიანად ოკეანურია. აღნიშნული ზონა აერთიანებს: ურუგვაის, ლესოთოს, ესვატინსა და ახალ ზელანდიას; ჩილეს, არგენტინის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ავსტრალიის დიდ ნაწილს; პარაგვაის, ბრაზილიის, ნამიბიის, ბოტსვანის, მოზამბიკისა და მადაგასკარის ნაწილებს. სამხრეთი პოლუსი ორიენტირებულია გალაქტიკური ცენტრისაკენ.

ჩილესა და ახალ ზელანდიაში გვხვდება უნიკალური წიფლის სახეობები, ეგრეთ წოდებული ნოთოფაგუსი. ევკალიპტი ხარობს როგორც ავსტრალიაში, ისე სამხრეთ აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.

ქვეყნები და ტერიტორიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აფრიკა
მთლიანად
მეტწილად
ნაწილობრივ
აზია
მთლიანად
მეტწილად
ნაწილობრივ


ავსტრალია
მთლიანად


სამხრეთი ამერიკა
მთლიანად
მეტწილად
ნაწილობრივ
წყნარი ოკეანე
ნაწილობრივ
ატლანტის ოკეანე


ინდოეთის ოკეანე


სამხრეთის ოკეანე