სარდინები — თევზებიქაშაყისებრთაოჯახისა. ერთიანდებიან 3 გვარში: სარდინი, Sardinella, Sardinops. მათი სხეულის სიგრძე 25 სმ-ია, მასა — 150 გრამს აღწევს. ბინადრობენ მსოფლიო ოკეანის სუბტროპიკული და ზომიერი წყლების სანაპირო ზონაში. საქართველოში გვხვდება 2 გვარი: სარდინი, Sardinella. პირველი გავრცელებულია შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან ყველგან, ხოლო მეორე — ბათუმის ყურეში. სარდინები პლანქტონით იკვებებიან. მათგან კონსერვებს ამზადებენ, დიდ ნაწილს კი შინაური ცხოველების გამოსაკვებად იყენებენ.