შინაარსზე გადასვლა

სერა-დუ-მარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერა-დუ-მარი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 893
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 893
ინგლ.რუს.ფრ.

სერა-დუ-მარი (პორტ. Serra do Mar - ზღვის ქედი) — მთათა სისტემა ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იგი გადაჭიმულია 1500 კმ-ის სიგრძეზე ატლანტის ოკეანის პარალელურად, სან-პაულუს შტატიდან პარანას შტატამდე. უმაღლესი მწვერვალია პიკო-პარანა 2, 255 მეტრი.

გეოლოგიურად, ეს მთები მიეკუთვნება კრისტალურ ქანებს, რომელიც დამახასიათებელია სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილისათვის. იგი წარმოიქმნა 60 მილიონი წლის წინ.

ბრაზილიის აღმოჩენის პერიოდში (1500 წ), სერა-დუ-მარი შეიცავდა საკმაოდ მდიდარ და მაღალდივერსიფიცირებულ ეკოსისტემას. მაგრამ შემდეგში ურბანიზაციამ და ტერიტორიის მასიურად დასახლებამ გამოიწვია დეფორესტაცია (ტყის საფარის გაქრობა) და იგი ემორჩა მხოლოდ ოკეანის სიახლოვეს სტეპებში. ამჟამად, შემორჩენილი ბიოსისტემის დასაცავად ამ ტერიტორიაზე შექმნილია ეროვნული პარკი და ეკო-სადგურები.

სერა-დუ-მარის სიახლოვეს მდებარეობს უდიდესი მეტროპოლიები – სან-პაულუ და კურიტიბა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]