შინაარსზე გადასვლა

ტენერიფე (საფეხბურთო კლუბი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტენერიფე
სრული სახელი Club Deportivo Tenerife, S.A.D.
მეტსახელი Tete, Chicharreros, Insulares, Blanquiazules
დაარსდა 1912; 112 წლის წინ (1912)
სტადიონი ელიოდორე როდრიგეს ლოპესი
სანტა-კრუს-დე-ტენერიფე, კანარის კუნძულები
(ტევადობა: 23,660 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა მიგელ კონსეპსიონ კასერესი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ხოსე ლუის მარტი
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2018/19 მე-16 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„ტენერიფე“ (ესპ. Club Deportivo Tenerife) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1912 წელს, კანარის კუნძულების ავტონომიური გაერთიანების ქალაქ სანტა-კრუს-დე-ტენერიფეში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ელიოდორე როდრიგეს ლოპესზე, რომელიც 23 660 მაყურებელს იტევს.

კლუბი დაარსდა 1912 წელს, როგორც „სპორტინგ კლუბ ტენერიფე“, კუნძულის 2 ან მეტი კლუბის შერწყმის შედეგად. 1922 წლიდან კლუბის სახელია „კლუბ დეპორტივო დენერიფე“. პრიმერა დივიზიონი დაარსდა 1928 წელს, მაგრამ კლუბი სეგუნდა დივიზიონში აღზევებამდე, 1953 წლამდე თამაშობდა რეგიონულ ჩემპიონატში, ხოლო პრიმერას პირველად 1961 წელს შეუერთდა. იმავე სეზონში დაქვეითდა მეორე დივიზიონში და 27 წელი გაატარა ამ და კიდევ ორ, მე-3 და მე-4 დივიზიონებში.

1985 წელს, როდესაც „ტენერიფე“ მეორედ დაქვეითდა მე-3 დივიზიონში, კლუბის პრეზიდენტი გახდა ჯავიერ პერესი. ამ წელს კლუბი აღზევდა სეგუნდა დივიზიონში, ხოლო 2 წლის შემდეგ პრიმერა დივიზიონში დაბრუნდა. პლეი-ოფში დაამარცხა „რეალ ბეტისი“, 2 მატჩის ჯამში 4-1.

1991 წელს, მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ხორხე ვალდანო, რომელმაც მანამდე თავის ყოფილ კლუბს, „რეალ მადრიდს“ ზედიზედ 2 სეზონში მოაგებინა ჩემპიონის ტიტული, ბოლო ტურში გადაუსწრო „ბარსელონას“. 1991-92 წლების სეზონში „ტენერიფემ“ ძვლივს აიცილა დაქვეითება, მომავალ სეზონში კი დაიკავა კლუბის ისტორიაში საუკეთესო პოზიცია, მე-5 ადგილი. შედეგად მიიღო უეფა-ს თასზე ასპარეზობის უფლება, სადაც „ოსერის“ და „ოლიმპიაკოსის“ დამარცხების შემდეგ, „იუვენტუსთან“ დამარცხა, 2 მატჩის ჯამში 2-4.

1995 წელს „ტენერიფეს“ მწვრთნელად გერმანელი იუპ ჰაინკესი დაინიშნა. 1995-95 წლების სეზონში კლუბმა გაიმეორა საუკეთესო შედეგი, მე-5 ადგილი ჩემპიონატში და ასევე შეძლო ესპანეთის თასის 1/4 ფინალში გასვლა. 1996-97 წლების უეფა-ს თასის გათამაშებში „ტენერიფემ“ უკეთესად იასპარეზა. თელ-ავივის „მაკაბის“ დამარცხების შემდეგ ასევე მოუგო „ლაციოს“, „ფეიენორდს“ და „ბრონდბიუს“ (ამ მატჩში გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა, ანტონიო მატას ჯარიმიდან გატანილი გოლით). 1/4 ფინალში დამარცხდა გერმანულ „შალკესთან“, რომელიც საბოლოოდ ჩემპიონი გახდა.

პრიმერა დივიზიონში ზედიზედ გატარებული 10 სეზონის შემდეგ, მწვრთნელთა ხშირი შეცვლის შედეგად კლუბი დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში. 2000-01 წლების სეზონში, რაფაელ ბენიტესის ხელმძღვანელობით კლუბი ისევ უმაღლეს დივიზიონში, მაგრამ სეზონის ბოლოს ბენიტესი „ვალენსიის“ მწვრთნელი გახდა.

Match: „ტენერიფე“ – „რეალ სოსიედადი“, 2008 წელს.

ახალ მწვრთნელად მოვიდა პეპე მელი, მარამ „ტენერიფემ“ „ბარსელონასთან“ 0-6 წააგო და მელმა კლუბი დატოვა. მისი ადგილი [[ესპანეთის ეროვნული საფეხურთო ნაკრები|ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ხავიერ კლემენტემ დაიკავა, მაგრამ ახალმა მწვრთნელმა კლუბი დაქვეითებისგან ვერ იხსნა.

წლების მანძილზე „ტენრიფეს“ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნა. პრეზიდენტის პოსტზე პერესი ვიქტორ პერეს დე ასკანიომ ჩაანაცვლა, რომელმაც კლუბი ცუდი მენეჯმენტის გამო დატოვა. მისი ადგილი მიგელ კონსეპსიონმა დაიკავა, რომელმაც მოლაპარაკება აწარმოა ადგილობივ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებთა, ასევე შექმნა შვილობილი სამშენებლო კომპანია.

2009 წლის 13 ივნისს, „ტენერიფემ“ 1-0 დაამარცხა „ჟირონა“ და 7 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა პრიმერა დივიზიონში. მიმდინარე სეზონში კლუბს ბოლო ტურამდე ჰქონდა შანსი ადგილის შენარჩუნების, მაგრამ ბოლო ტურში მესამეადგილოსან „ვალენსიასთან“ 1-0 დამარცხების შემდეგ, დაქვეითდა მე-2 დივიზიონი.

2010-11 წლების სეზონში კლუბში 3 მთავარი მწვრთნელი შეიცვალა.[1] შედეგად „ტენერიფე“ კიდევ ერთხელ დაქვეითდა, ამჯერად მე-3 დივიზიონში, სადაც ბოლოს 24 წლის წინ ასპარეზობდა.

2013 წლის 2 ივნისს, ალვარო სერვერას თავკაცობით, აღსაზევებელ პლეი-ოფში „ოსპიტალეტის“ დამარცხების შედეგად (2 მატჩის ჯამში 3-2) „ტენერიფე“ დაბრუნდა სეგუნდა დივიზიონში.

ევროტურნირების სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი ტურნირი ეტაპი ქვეყანა მეტოქე შინ გასვლითი ჯამში
1993-94 უეფა-ს თასი 1/32 საფრანგეთის დროშა ოსერი 2–2 1–0 3–2
1/16 საბერძნეთის დროშა ოლიმპიაკოსი 2–1 3–4 5–5
1/8 იტალიის დროშა იუვენტუსი 2–1 0–3 2–4
1996-97 უეფა-ს თასი 1/32 ისრაელის დროშა მაკაბი თელ-ავივი 3–2 1–1 4–3
1/16 იტალიის დროშა ლაციო 5–3 0–1 5–4
1/8 ნიდერლანდების დროშა ფეიენორდი 0–0 4–2 4–2
1/4 ფინალი დანიის დროშა ბრონდბიუ 0–1 2–0 2–1
ნახევარფინალი გერმანიის დროშა შალკე 04 1–0 0–2 1–2
ნახევარფინალისტი (1): 1996/97
ნახევარფინალისტი (1): 1993/94
1/4 ფინალისტი (4): 1960/61, 1961/62, 1975/76, 1995/96

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. David Amaral es el nuevo entrenador del Tenerife Spanish. Diario AS (5 აპრილი, 2011). ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2011.