შინაარსზე გადასვლა

უკამ მურსია (საფეხბურთო კლუბი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უკამ მურსია
სრული სახელი Universidad Católica de Murcia Club de Fútbol
მეტსახელი უნივერსიტეტელები (ესპ. Universitarios)
დაარსდა 1999; 25 წლის წინ (1999)
სტადიონი ლა-კონდომინა
მურსია, ესპანეთი
(ტევადობა: 6,500 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხოსე ლუის მენდოსა
მწვრთნელი ესპანეთის დროშა მიგელ რივერა
ლიგა სეგუნდა დივიზიონი B – ჯგუფი 4
2018–19 მე-5
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

უკამ მურსია (ესპ. UCAM Murcia CF) — ესპანური საფეხბურთო კლუბი, ქალაქ მურსიიდან. ჩამოყალიბდა 1999 წელს. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონ B-ს გათამაშებაში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ „ლა-კონდომინაზე“, რომელიც 6 500 მაყურებელს იტევს.

Universidad Católica San Antonio de Murcia Club de Fútbol[1] (მურსიის წმინდა ანტონის კათოლიკური ეკლესიის საფეხბურთო კლუბი) დაარსდა 1999 წელს, 2000-2005 წლებში ასპარეზობდა ტერსერა დივიზიონში.[2] პარალელურად 2004 წელს დაარსდა კლუბი „Club de Fútbol Los Garres“, რომელიც ტერსერა დივიზიონში პირველად 2008-09 წლების სეზონში გამოდიოდა, როგორც „Murcia Deportivo Club de Fútbol“. 2009 წელს, ბიზნესმენმა, რომელიც წარმოშობით მურსიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ბენიახანიდან არის, შეიძინა კლუბი და გადაიტანა მშობლიურ ქალაქში. 1 წლის შემდეგ კლუბმა ისევ შეიცვალა ადგილმდებარეობა, ამჯერად სანგონერა-ლა-ვერდეში. 2011 წელს კლუბის ახალი მფლობელი გახდა „მურსიის წმინდა ანტონის კათოლიკური ეკლესია“.[3]

2011–12 წლების სეზონის დასასრულს, „ორიუელას“ დარღვევების გამო დაქვეითების შედეგად „უკამ მურსია“ აღზევდა სეგუნდა დივიზიონ ბ-ში და დაიკავა მისი ადგილი.[4] მომავალ სეზონში კლუბი ისევ დაქვეითდა მე-4 დივიზიონში, სადაც 1-ლი ადგილი დაიკავა და აღზევდა მე-3 დივიზიონში. 2014-15 წლების სეზონში, მე-2 ადგილზე გასვლის შემდეგ „უკამ მურსია“ აღსაზევებელ პლეი-ოფში დამარცხდა. „ატლეტიკ ბილბაოს“ მეორე გუნდთან.

2015–16 წლების სეზონში „უკამ მურსიამ“ სეგუნდა დივიზიონი ბ-ს ჯგუფ 4-ში დაიკავა პირველი ადგილი, აღსაზევებელ პლეი-ოფში დაამარცხა რეალ მადრიდ კასტილია, 2 მატჩის ჯამში 4-3 და სეგუნდა დივიზიონში აღზევდა.

  • 1999–2004 — „უკამ მურსია“
  • 2004–2006 — „ლოს გარესი“
  • 2006–2009 — „მურსია დეპორტივო“
  • 2009–2011 — „კოსტა კოლიდა“
  • 2011 წლიდან — „უკამ მურსია“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]