შინაარსზე გადასვლა

უმცირესობათა ენა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უმცირესობის ენაენა, რომელზეც საუბრობს ტერიტორიის მოსახლეობის უმცირესობა . ასეთ ხალხს ენობრივ უმცირესობებს უწოდებენ (ინგლისურად ტერმინის ორი ვარიანტია linguistic minorities და language minorities). მსოფლიოში საერთაშორისოდ აღიარებული 196 სუვერენული სახელმწიფო (2019 წლის მდგომარეობით)[1] და დაახლოებით 5000-დან 7000 ენაა,[2] რომელთა უმეტესობა უმცირესობათა ენებს განეკუთვნება ყველა ქვეყანაში. ზოგიერთი უმცირესობის ენა ამავდროულად ოფიციალური ენებიცაა, მაგალითად, ირლანდიაში ირლანდიური ან ბოლივიის მრავალი მკვიდრი ენა . ანალოგიურად, ზოგიერთი ეროვნული ენა ხშირად მიიჩნევა უმცირესობის ენად, რამდენადაც ისინი უსახელმწიფო ერის ნაციონალური ენები შეიძლება იყოს.

სამართალი და საერთაშორისო პოლიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წყარო: ხელმომწერთა სია ევროპის საბჭოს საიტზე.
დეფინიცია

რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის მიზნებისათვის:

„რეგიონული ან უმცირესობების ენები“ ნიშნავს ენებს, რომლებიც:
  1. ტრადიციულად გამოიყენება სახელმწიფოს მოცემულ ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ, რომლებიც ქმნიან რაოდენობრივად შედარებით მცირე ჯგუფს ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით.
  2. განსხვავდება ამ სახელმწიფოს ოფიციალური ენ(ებ)ისგან.

ევროპის უმეტეს ქვეყანაში უმცირესობათა ენები განისაზღვრება კანონმდებლობით ან კონსტიტუციურად დოკუმენტებით და მათ ოფიციალური მხარდაჭერას იღებენ გარკვეული ფორმა. 1992 წელს ევროპის საბჭომ მიიღო ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობათა ენების შესახებ ევროპაში ისტორიულად რეგიონული და უმცირესობების ენების დასაცავად და მათ მხარდასაჭერად.[3]

ხელმომწერები, რომლებსაც ჯერ არ მოუხდენიათ ქარტიის რატიფიცირება 2012 წლისთვის, არიან: აზერბაიჯანი, საფრანგეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, მაკედონია, მალტა, მოლდოვა და რუსეთი.

კანადაში ტერმინი „უმცირესობის ენა“ გამოიყენება კანადის კონსტიტუციაში, კანადის უფლებათა და თავისუფლებათა ქარტიის 23-ე მუხლის სათაურში, რომელიც უზრუნველყოფს ოფიციალური ენის საგანმანათლებლო უფლებებს უმცირესობათა თემებისათვის. კანადაში, ზოგადად, ტერმინი „უმცირესობის ენა“ გულისხმობს რომელიმე ოფიციალური ენას, რომელზეც რომელიმე კონკრეტულ პროვინციასა თუ ტერიტორიაზე ნაკლებად საუბრობენ (მაგალითად, კვებეკში ინგლისური, სხვაგან – ფრანგული).

უმცირესობათა ენები შეიძლება მარგინალიზდეს რამდენიმე მიზეზის გამო, რაც გულისხმობს, რომ რადგანაც შედარებით ცოტა მოსაუბრე ჰყავსს ენას, ხდება მისი უარყოფა, ასევე გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ეს მოლაპარაკენი არიან უკულტუროები, პრიმიტიულები, ანდაც უმცირესობის ენა არის დომინანტური ენის დიალექტი. უმცირესობათა ენების მხარდაჭერა ზოგჯერ განიხილება როგორც სეპარატიზმის მხარდაჭერა, მაგალითად, კელტური ენების აღორძინება ბრიტანეთის კუნძულებზე (ირლანდიური, უელსური, შოტლანდიურ-გალური, მანქსი, კორნული და ბრეტონული). დომინანტური კულტურა შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ემიგრანტი უმცირესობების ენების გამოყენება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას, რადგანაც ასეთი თემები არ ინტეგრირდებიან უფრო დიდ კულტურაში. ამ ორი მოვლენის საფრთხედ აღქმა ემყარება უმრავლესობის ენაზე მოსაუბრეების შეხედულობა გარიყულობაზე, უთანაბრობაზე (notion of the exclusion). ხშირად ამას ემატება პოლიტიკური სისტემების მხრიდან ამ ენების მხარდაჭერის არარსებობა (მაგ., განათლება და პოლიცია).

უმრავლესობის ენაზე მოსაუბრეებს შეუძლიათ და სწავლობენ კიდეც უმცირესობათა ენებს, მრავალი კურსების საშუალებით.[4] არ არის ცნობილი, უმცირესობათა ენების შემსწავლელნი არიან ამ უმცირესობის თემების წევრები, რომელთაც უნდათ ხელახალი კავშირი თემის ენასთან თუ სხვები, რომლებსაც უნდათ გაიცნონ ეს ენები.

თვალსაზრისები განსხვავდება იმის შესახებ, სახელმწიფოს მიერ ოფიციალური ენის დაცვით, რომელიც უმრავლესობის ენას წარმოადგენს, ირღვევა თუ არა უმცირესობების უფლებები. 2013 წლის მარტში, რიტა იზკაკმა, გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა უმცირესობათა საკითხებში, თქვა, რომ „ენობრივი უმცირესობების უფლებების დაცვა არის ადამიანის უფლებების ვალდებულება და კარგი მმართველობის ძირითადი კომპონენტი, დაძაბულობისა და კონფლიქტების თავიდან ასაცილებელი ძალისხმევა და პოლიტიკურად და სოციალურად სტაბილური საზოგადოებები შენება“.[5]

მაგალითად, სლოვაკეთში, უნგრული თემი მიიჩნევს, რომ 1995 წელს ამოქმედებული „ენის კანონი“ დისკრიმინაციული და შეუსაბამოა რეგიონული ან უმცირესობათა ენების დაცვის ევროპულ ქარტიასთან. სლოვაკების უმრავლესობას სჯეროდა, რომ უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებები დაცული იყო უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად და არ არის დისკრიმინირებული იმის გამო, რომ სახელმწიფო ენის უპირატესი სტატუსი აქვს. ენის შესახებ კანონი აცხადებს, რომ „სლოვაკური ენა უპირატესობით სარგებლობს სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა ენებთან შედარებით.“ 2009 წლის ცვლილების შედეგად, სახელმწიფო ენის უპირატესი სტატუსის დაცვის წესებიდან გამომდინარე, 5000 ევრომდე ჯარიმა ეკისრება მას წვრილმანი დანაშაულის ჩადენის გამო, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ენის უპირატესი სტატუსის ხელყოფას. მაგალითად, მაღაზიის ან სხვა სავაჭრო ობიექტის სახელი აბრაზე მითითებულია ჯერ უმცირესობის ენაზე, ხოლო მხოლოდ ამის შემდეგ სლოვაკურ ენაზე, ან თუ ორენოვან ტექსტში, უმცირესობის ენაზე წარწერა ზომით დიდია სლოვაკურის ეკვივალენტზე, ან თუ ორენოვანი ტექსტი ძეგლზე თარგმნილია უმცირესობის ენიდან სახელმწიფო ენაზე და არა პირიქით, ან თუ სახელმწიფო მოხელე ან ექიმი უმცირესობის წარმომადგენელ მოქალაქესთან ურთიერთობს უმცირესობის ენაზე ადგილობრივ თემში, სადაც უმცირესობის წარმომადგენელთა წილი 20%-ზე ნაკლებია. 

ჟესტების ენები ხშირად არ არის აღიარებული როგორც ნამდვილი ბუნებრივი ენები, თუმცა ფართო კვლევები ამტკიცებს, რომ ისინი დამოუკიდებელი ენებია.

დამხმარე ენებზე მოლაპარაკენიც განიცდიან აუღიარებლობას . ეს ენები, ძირითადად, გამოიყენება, როგორც მეორე ენები და მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის მიიჩნევა მშობლიური ენებად.

ენები, რომლებიც არ არის აღიარებული ზოგიერთ ქვეყანაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგულისხმება ის ენები, რომლებსაც აქვთ ეროვნული ენის სტატუსი და მათზე საუბრობს მოსახლეობის უმრავლესობა ერთ ქვეყანაში მაინც, თუმცა არ არის აღიარებული სხვა ქვეყნებში, სადაც ამ ენებზე მოსაუბრენი წარმოადგენენ ენობრივ უმცირესობებს.

ენები, რომელთაც არცერთ ქვეყანაში არ ჰყავს მოლაპარაკეთა უმრავლესობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობენ ენობრივი საზოგადოებები, რომლებიც ვერ ქმნიან უმრავლესობას ვერცერთ ქვეყანაში, მაგრამ მათ ენებს აქვთ ოფიციალური ენის სტატუსი ერთ ქვეყანაში მაინც. ეს ენებია:

ენა-საგანძური არის ერთ-ერთი იმ ათასობით მცირე ენას შორის, რომლებზეცც დღესაც ლაპარაკობენ მსოფლიოში. ამ ტერმინის მიმოქცევაში შემოსვლა ნიკარაგუის რამა ხალხს უკავშირდება, და გამოიყენება, როგორც მემკვიდრეობის ენის, მკვიდრი ენისა და „ეთნიკური ენის“ ალტერნატივა. ზემოთხსენებული სახელები ადგილობრივი შინაარსით ერთგვარად დამამცირებლად ითვლება.[8] ამჟამად ტერმინი „ენა-საგანძური“ ასევე გამოიყენება საჯარო თხრობის ღონისძიებებზეც.

ტერმინი „ენა-საგანძური“ გულისხმობს მოსაუბრეების სურვილს, შეინარჩუნონ თავიანთი მშობლიური ენა.

შესაბამისად, ეს ტერმინი განსხვავდება საფრთხეში მყოფი ენისაგან, რომლისთვისაც არსებობს ობიექტური კრიტერიუმები, ან მემკვიდრეობის ენისაგან, რომელიც აღწერს საბოლოო მდგომარეობას იმ ენისთვის, რომელზე მოსაუბრენიც უკეთ ფლობენ დომინანტურ ენას.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ONU members
  2. Ethnologue statistics. SIL.
  3. Hult, F.M. (2004). „Planning for multilingualism and minority language rights in Sweden“, Language Policy, 3(2), 181–201.
  4. List of Languages with Courses Available. Lang1234. ციტირების თარიღი: 12 September 2012
  5. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  6. http://media.popis2011.stat.rs/2011/prvi_rezultati.pdf Serbian Preliminary 2011 Census Results
  7. Romanian. Ethnologue (19 February 1999).
  8. Grinevald, Colette; Pivot, Bénédicte (2013) „On the revitalization of a ‘treasure language’: The Rama Language Project of Nicaragua“, Keeping Languages Alive: Documentation, Pedagogy and Revitalization. Cambridge University Press. DOI:10.1017/CBO9781139245890.018. 
  9. (2001) The Green Book of Language Revitalization in Practice. Emerald Group Publishing.