შინაარსზე გადასვლა

ქუთაისის მაზრა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქუთაისის მაზრის გერბი 1843 წ.
ქუთაისის მაზრა 1886 წელს

ქუთაისის მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1841 წელს იმერეთის ოლქის ბაზაზე, 1846 წელს ჩამოყალიბდა საბოლოო სახით და იარსება 1928 წლამდე. ადმინისტრაციული ცენტრი — ქუთაისი. არსებობის განმავლობაში ძირითადად შედიოდა ქუთაისის გუბერნიის დაქვემდებარებაში.

XVIII-XIX ს-თა მიჯნაზე, სანამ რუსეთის იმპერია თავის მმართველობის ადმინისტრაციულ რეფორმას ჩაატარებდა, იმერეთის სამეფო, გარდა ნახევრადდამოუკიდებელი სამთავროებისა, ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყოფოდა ვაკის, ოკრიბა-ლეჩხუმის, რაჭის და არგვეთის სადროშოებად. 1810 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა იმერეთის სამეფო, რითაც დაასრულა საქართველოს დაპყრობა. რუსეთის იმპერიის თავდაპირველი ტერიტორიული მოწყობა დიდად არ განსხვავდებოდა არსებული მოწყობისგან: აქ შეიქმნა იმერეთის სამხედრო ოლქი, რომელიც ქუთაისის, შორაპნის, ვაკის, რაჭის, ჩხარის, საჩხერის ოკრუგებად იყოფოდა. თუმცა, 1814 წლისათვის გაუქმდა ჩხერისა და საჩხერის ოკრუგები და იმერეთი 4 ოკრუგად დაიყო.

1840 წლის 10 აპრილს სენატორ პავლე განის პროექტის საფუძველზე შეიქმნა საქართველო-იმერეთის გუბერნია, რომელშიც მთელი ამიერკავკასიის ქრისტიანი მოსახლეობა გააერთიანეს. საქართველო-იმერეთის გუბერნიაში გაერთიანდა იმერეთის სამხედრო ოლქიც და ეწოდა ქუთაისის მაზრა. მაზრა თავის მხრივ მოიცავდა — ვაკის, ქუთაისის, საჩხერის, რაჭის, საბუკის, შორაპნის საპოლიციო უბნებს.

1844 წლიდან კავკასიის რეგიონის მმართველად მეფისნაცვალი დაინიშნა. 1846 წელს კი ახალი ადმინისტრაციული რეფორმა განხორციელდა. სამეფისნაცვლო 4 გუბერნიად დაიყო, მათ შორის ერთ-ერთი იყო ქუთაისის გუბერნია, რომელშიც შევიდა ქუთაისის მაზრაც, თუმცა გამოეყო რაჭის და შორაპნის მაზრები.

1886 წლისათვის ქუთაისის მაზრა იყოფოდა ქუთაისის, ტყიბულის, ბაღდადის, სამტრედიისა და ხონის საპოლიციო უბნებად. მსგავსი დაყოფა შენარჩუნებული იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში ყოფნისას და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გაერთიანების პირველ წლებშიც.

1928 წელს ქუთაისის მაზრამ არსებობა შეწყვიტა, ის გაერთიანდა რაჭა-ლეჩხუმისა და შორაპნის მაზრებთან და გარდაიქმნა მსხვილ ადმინისტრაციულ ერთეულად — ქუთაისის ოლქად, სტატუსით გაუთანაბრდა ავტონომიურ ერთეულებს, ხოლო დაყოფა მოხდა რაიონების მიხედვით. 1940 წელს ქუთაისის ოლქს დაქვემდებარებაში შევიდა საქართველოს სსრ-ის მთელი დასავლეთ ნაწილი გარდა აფხაზეთის და აჭარის ავტონომიებისა. 1953 წელს ქუთაისის ოლქი გაუქმდა, შემავალი რაიონები პირდაპირ დაუქვემდებარდა ცენტრალურ ხელისუფლებას.

ადმინისტრაციული მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიუბუა დე მონპერეს ცნობით ქუთაისის მაზრაში ცხოვრობდა 29500 ადამიანი. 1913 წლის მონაცემებით ქუთაისის მაზრაში იყო 36 თემი.[1] 1926 წლისთვის ქუთაისის მაზრაში იყო სამი ქალაქი და 45 თემი, რომელშიც 262 სოფელი იყო გაერთიანებული. მაზრის მოსახლეობა შეადგენდა 300512 ადამიანს (აქედან 231935 იყო სოფლის მოსახლეობა), მაზრის ფართობი იყო 3495 კმ.2

ქალაქი/თემი მოსახლეობა ფართობი კვ.კმ. სოფელი
ქუთაისი 45754 25,0 0
სამტრედია 13913 33,2 0
ხონი 9010 24,4 0
ამაღლება 4992 33,2 3
ბაღდათი 11409 319,2 13
ბაში 2924 35,5 3
გამოჩინებული 6744 59,0 14
გოდოგანი 3336 48,8 4
გომი 6342 62,4 14
გორა 8896 72,7 8
გორდი 4867 50 6
გუბი 1969 34,6 4
გურნა 4717 130,1 7
დვალიშვილები 4306 123,4 3
დიდი ჯიხაიში 8281 33,2 1
ეწერი 2438 26,4 5
ვანი 10762 65,7 12
ზედა სიმონეთი 5032 46,8 4
ზეკარი 2160 354,9 5
იანეთი 2308 23,8 1
კინჩხა 2624 94,9 5
კულაში 11434 32,3 4
კუხი 3204 26,1 3
მაღლაკი 5138 63,9 1
მუხიანი 2448 28,4 3
ნახახულევი 8101 82,9 7
ობჩა 4031 36,8 1
ორპირი 5173 115,2 21
ოფურჩხეთი 3685 85,7 7
პატრიკეთი 5588 58,6 3
რიონი 3597 68,8 6
როდინაული 2184 69,7 4
საკრაულა 3564 122 5
საპაიჭაო 2683 67,6 10
საყულია 3884 59,0 2
საჩხერე 8103 142,9 15
სვირი 9096 68,8 2
ტობანიერი 7380 74,1 13
უხუთი 3852 73,7 3
ფარცხანაყანევი 5600 45,7 1
ქვედა სიმონეთი 6001 33,1 3
ქვიტირი 4964 58,8 6
ღანირ-ქუტირი 3367 36,4 3
ღანირ-ჭაგანი 3949 35,2 3
ცხუნკური 6856 93,6 7
წითელხევი 3182 62,6 4
წყალტუბო 7528 104,3 9
ჭოგნარი 3237 55,5 4

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]