შავი ზღვის ინციდენტი (1988)
შავი ზღვის ინციდენტი (1988) | |
---|---|
ცივი ომის ნაწილი | |
„ბეზზავეტნისა“ და „იორკთაუნის“ შეჯახება | |
თარიღი | 1988, 12 თებერვალი |
მდებარეობა | შავი ზღვა |
1988 წლის შავი ზღვის ინციდენტი — 1988 წლის 12 თებერვალს მომხდარი საზღვაო ინციდენტი, რომლის დროსაც ამერიკული კრეისერი იორკთაუნი (USS Yorktown) დემონსტრირებდა მშვიდობიანი გავლის უფლებას შავ ზღვაზე და შევიდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ წყლებში, ცივი ომის დროს. კრეისერს მსუბუქად დაეჯახა საბჭოთა ფრეგატი ბეზზავეტნი, რომლის მიზანი იყო იორკტაუნის საერთაშორისო წყლებში დაბრუნება. ამ ინციდენტში მონაწილეობა მიიღო ასევე გამანადგურებელმა კარონმა (USS Caron), რომელიც მოძრაობდა იორკთაუნთან ერთად მშვიდობიანი გავლის უფლების წესების დაცვით, რომელსაც განზრახ გვერდით ამოუდგა და შეეხო საბჭოთა მირკას კლასის ფრეგატი SKR-6. იორკთაუნის ეკიპაჟის თქმით, შეინიშნებოდა მცირე ზარალი გემის კორპუსზე, თუმცა დატბორვის ან სხვა რაიმე ინციდენტის საშიშროების გარეშე. [1] კარონი არ დაზიანებულა.
იმ დროს საბჭოთა კავშირი აღიარებდა უდანაშაულო გავლის უფლებას, თუმცა ამისთვის თავის ტერიტორიულ წყლებში მკაცრად ჰქონდა განსაზღვრული საზღვაო ხაზები. [2] ამერიკის შეერთებულ შტატებში მიაჩნდათ, რომ არ არსებობდა არანაირი იურიდიული საფუძველი საზღვაო გასასვლელის მქონე სახელმწიფოსთვის, რომ საზღვაო გადასასვლელები მხოლოდ სამხედრო ხომალდებისთვის შეეზღუდა. [3] ამის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადგინა, რომ გაეროს კონვენციის საერთაშორისო საზღვაო სამართლის რუსულენოვანი ტექსტის მიხედვით, კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით, ზღვის სანაპიროს მქონე სახელმწიფოს საჭიროების შემთხვევაში საშუალება ეძლეოდა რეგულირება მოეხდინა უდანაშაულო გადასასვლელის უფლებაზე. მსგავსი დამატება ინგლისურენოვან ტექსტს არ ჰქონია. [1] ინციდენტის შემდეგ საბჭოთა კავშირმა გამოთქვა სურვილი გადაეწყვიტა საბჭოთა ტერიტორიულ წყლებში უდანაშაულო გადასვლის საკითხი.
ფონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1979 წელს, აშშ-მ გამოაქვეყნა არაფორმალური პროგრამა, რათა მოეხდინა პიარი ახალი წესის „ყველა სახელმწიფოს ნავიგაციის და გადაფრენის უფლებების და თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის ქვეშ“. ამერიკის მთავრობაში თქვეს, რომ ამ კანონის შემუშავება მოხდა იმიტომ, რომ ზოგი ქვეყნები აწესებდნენ კონტროლს ახალ, ისეთ საზღვრებზე, რომლებიც ადრე არ ეკუთვნოდათ. [1]
1980-იან წლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო გემები კვეთდნენ ხმელთაშუა ზღვის სრუტეებს შავ ზღვაში გადასასვლელად, რათა წელიწადში რამდენჯერმე (ძირითადად ორჯერ ან სამჯერ) ეჩვენებინათ თავისი დროშა ყველასთვის. ეს იყო მშვიდობიანი გავლის უფლების დემონსტრაცია, რომელიც, საერთაშორისო სამართლით, აკავშირებს ხომალდებს ყველა სახელმწიფოდან. თავისუფალი გავლის უფლების დემონსტრაციის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აქტივობა შავი ზღვის აკვატორიაში ემსახურებოდა 1936 წლის მონტრეს კონვენციის მიხედვით (ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში გასასვლელი სრუტეების რეჟიმის შესახებ) დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. აშშ-ს მთავრობის თანამდებობის პირის საუბრის მიხედვით, „დარდანელის სრუტე და ბოსფორის სრუტე ერთად ქმნიან საერთაშორისო საზღვაო გზას (1936 წლის კონვენციის გათვალისწინებით) და „თუ პერიოდულად არ მოხდება ამერიკის პოზიციის და უფლებების დემონსტრაცია, მათი აღდგენა რთულია.“[1]
ამასობაში, „ნავიგაციისა და დროებითი დარჩენის წესები უცხოური ხომალდებისათვის ტერიტორიულ წყლებში, შიდა წყლებსა და სსრკ-ს პორტებში“ ამოქმედდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ 1983 წელს. მათ აღიარეს უცხოური ხომალდების მშვიდობიანი გავლის უფლება, მხოლოდ საბჭოთა წყლების შეზღუდულ ტერიტორიებზე, ბალტიის, ოხოტისა და იაპონიის ზღვაზე.[4] არ არსებობდა საზღვაო ხაზი შავ ზღვაზე მშვიდობიანი გავლის უფლებით. საბჭოთა საბრძოლო ხომალდები და სამხედრო თვითმფრინავები რუტინულად იგზავნებოდა შავ ზღვაში აშშ-ს გემებზე დასაკვირვებლად. 1980-იან წლებში, სსრკ ამერიკის გავლენის არსებობას შავი ზღვის აკვატორიაში ხედავდა, როგორც აშშ-სგან საბჭოთა კავშირისა და ამერიკული ურთიერთობების გაუარესების მცდელობას.[1]
1986 წლის 13 მარტს მომხდარი საზღვაო ინციდენტის შემდეგ, რომლის დროსაც ამერიკული კრეისერი იორკთაუნი (USS Yorktown) და გამანადგურებელი გემი კარონი (USS Caron), მშვიდობიანი გავლის უფლებით, შევიდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ წყლებში სამხრეთ ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად, იმავე წლის ბოლოს, გაიმართა საბჭოთა კავშირის თავდაცვის საბჭოს შეხვედრა. შეხვედრაზე, ვლადიმირ ჩერნავინმა, საბჭოთა კავშირის საზღვაო ძალების მეთაურმა ურჩია მიხაილ გორბაჩოვს, თავდაცვის მინისტრ სერგეი სოკოლოვს, საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძესა და სხვა მრავალ მაღალი რანგის თანამდებობის პირს, რომ უცხოური საბრძოლო ხომალდების საბჭოთა წყლებიდან გასვლის იძულება შეიძლებოდა რამდენიმე გზით, მათ შორის მსუბუქი შეჯახებებით.
ინციდენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1988 წლის 12 თებერვალს, ტიკონდეროგას კლასის კრეისერი იორკთაუნი (USS Yorktown) და სპრუანსის კლასის გამანადგურებელი გემი კარონი ატარებდნენ მორიგ ოპერაციას მშვიდობიანი გავლის უფლების მიხედვით. მათ მთავარი იარაღები მიმართული ჰქონდათ სსრკ-ს სანაპიროსკენ. კარონი საბჭოთა კავშირის ნაპირს მიუახლოვდა 12.1 კილომეტრამდე (7.5 მილი), ხოლო იორკთაუნი გაჩერდა 16.6 კილომეტრის (10.3 მილის) მანძილზე. შავი ზღვის ფლოტის მეთაურმა, მიხაილ ხრონოპულომ ჩერნავინისგან მიიღო აშშ-ს გემების მოახლოების დაუყოვნებლივ შეჩერების ბრძანება. შემდეგ, გამანადგურებელ კრასნი კავკაზს დაევალა ამ დავალების შესრულება, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ, მის მაგივრად კრივაკ კლასის ფრეგატი, ბეზზავეტნი გაუშვეს. ბეზზავეტნის მეთაურის, კაპიტან ვლადიმირ ბოგდაშინის მონაყოლის მიხედვით, მის გემს ჰქონდა ორი კრეისერული რაკეტა ოთხის მაგივრად,, იორკთაუნთან შედარებით კი ორჯერ მოკლე და სამჯერ მცირე იყო მოცულობაში. საბჭოთა ფრეგატი SKR-6, რომლის მეთაურიც გახლდათ ანატოლი პეტროვი, იყო დაახლოებით ოთხჯერ მცირე კარონთან შედარებით.
პირველად, კარონთან მივიდა ფრიგატი SKR-6 და დამი წუთის შემდეგ იორკთაუნთან მიცურა ფრიგატმა ბეზზავეტნიმ. ამავდროულად, ჰაერიდან ხომალდების მოძრაობას აკონტროლებდნენ საბჭოთა ბომბდამშენი Tupolev Tu-16 ტიპის თვითმფრინავები.[5] აშშ-ს ხომალდების საბჭოთა წყლების კუთხეში მოხვედრის შემდეგ, საბჭოთა ფრიგატები მათ განზრაზ მიეჯახნენ. ადგილობრივი დროით დღის 10:02-ზე, სანაპიროდან 10.5 საზღვაო მილზე (19.4 კილომეტრი ან 12.1 მილი), SKR-6 მიეჯახა კარონის საპორტო მხარის კიჩოს დაახლოებით 18 მეტრის სიგრძეზე, რამაც გამოიწვია საღებავის საგრძნობი გაკაწვრა. ეკიპაჟის ყველა წევრი უვნებლად გადარჩა. ბეზზავეტნის იორკთაუნთან დაჯახების შემდეგ უკან დაბრუნება და ხელახალი კონტაქტი უბძანეს.
ამერიკის ორივე საბრძოლო ხომალდმა შეინარჩუნა ერთნაირი გეზი ინციდენტის შემდეგ. კარონმა დატოვა საბჭოთა წყლები ადგილობრივი დროით 11:50-ზე, სხვა ინციდენტების გარეშე.
ორივე ხომალდმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია გადასცა ამერიკის საზღვაო ძალების მეთაურს ევროპაში. კარონის მოხსენების მიხედვით, ადგილობრივი დროით 13:20-ზე, ბეზზავეტნისგან VHF-ს მეთექვსმეტე არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია: „საბჭოთ გემებს აქვთ დაკისრებული ვალდებულება თავიდან აიცილონ თავიანთი ტერიტორიული წყლების წესების დარღვევა, ხოლო ექსტრემალური გადაწყვეტილება არის შეჯახება.“ კარონის პასუხი შემდეგი იყო: „ჩვენი გემი მოქმედებს თავისუფალი გავლის უფლების მიხედვით საერთაშორისო სამართლის ქვეშ.“ იორკთაუნის მოხსენებაში წერია, რომ 9:56-ზე, ადგილობრივი დროით, მეთექვსმეტე არხის საშუალებით მას დაუკავშირდა ბეზზავეტნი და მოითხოვა მათი საბჭოთა ტერიტორიული წყლებიდან გასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბეზზავეტნი დაეჯახებოდა მათ. შემდეგ 10:03-ზე, ეს მართლაც მოხდა და საბჭოთა გემი ამერიკულს კიჩოს მიეჯახა.
ბეზზავეტნის მარჯვენა ღუზა მთლიანად მოძვრა. იორკთაუნის ორი ჰარპუნის რაკეტის შესანახი კონტეინერი დაზიანდა როცა ბეზზავეტნის ბულბა (ერთგვარი ტარანი) შეეჯახა. ბეზზავეტნის მცირედით დაუზიანდა ჯავშანი.
გამოხმაურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სსრკ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდებს ბრალს სდებდა საბჭოთა ტერიტორიული წყლების სასაზრღვრო მცველი გემების გაფრთხილების იგნორირებასა და საბჭოთა წყლებში სახიფათოდ მანევრირებისთვის. ამ ინციდენტმა ასევე გამოიწვია აშშ-ს დიპლომატიური პროტესტი.
აშშ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1972 წლის 25 მაისს ამ ინციდენტებზე ისაუბრეს აშშ-საბჭოთა შეთანხმების ყოველწლიურ შეხვედრაზე საზღვაო და საჰაერო ინციდენტების პრევენცის შესახებ.
1992 წლის ზამთარში, გამოქვეყნდა აშშ-ს სამხედრო დეპარტამენტის „სამხედრო განხილვა“, (ინგლ. Dept. Army pamphlet MILITARY LAW REVIEW), სადაც ეწერა სტატია, რომელიც ეხებოდა შავი ზღვის ინციდენტს 1988 წლის 12 თებერვალს.[6].
ამ წყაროზე დაყრდნობით, საბჭოთა კავშირის მიერ 1982 წელს მიღებული წესი „ნავიგაციისა და დროებითი დარჩენის წესები უცხოური ხომალდებისათვის ტერიტორიულ წყლებში, შიდა წყლებსა და სსრკ-ს პორტებში“, იყო საერთაშორისო სამართლის, კერძოდ თავისუფალი ზღვაოსნობის, პირდაპირი დარღვევა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- William J. Aceves: Diplomacy at Sea: U.S. Freedom of Navigation Operations in the Black Sea. Naval War College Review, 1993 (46), 2, Seiten 59–79
- Kraska, James; Pedrozo, Raul (2013) International Maritime Security Law. Martinus Nijhoff Publishers. ISBN 9004233571.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://flot.sevastopol.info/ship/skr/bezzavetniy.htm
- http://www.mywebs.su/blog/history/636.html დაარქივებული 2016-04-14 საიტზე Wayback Machine.
- https://www.youtube.com/watch?v=SME4w037FgA
- https://www.youtube.com/watch?v=N4jQhnXrWbg
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 William J. Aceves. „Diplomacy at Sea: U.S. Freedom of Navigation Operations in the Black Sea“. International Law Studies. 68.
- ↑ Kraska და Pedrozo 2013
- ↑ Kraska და Pedrozo 2013
- ↑ Aceves, p. 248
- ↑ Mark Thompson. (13 February 1988) Soviet, U.S. Ships Bump In Black Sea. Philadelphia Media Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 September 2014. ციტირების თარიღი: 6 September 2014.
- ↑ John W. Rolph, FREEDOM O NAVIGATION AND THE BLACK SEA BUMPING INCIDENT: HOW «INNOCENT» MUST INNOCENT PASSAGE BE?