ჩანთაბურის პროვინცია
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩანთაბურის პროვინცია ტაი. จันทบุรี | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | Chanthaburi | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Chanthaburi, Khlung, Tha Mai, Pong Nam Ron, Makham, Laem Sing, Soi Dao, Kaeng Hang Maeo, Na Yai Am და Khao Khitchakut | ||||
კოორდინატები | 12°36′37″ ჩ. გ. 102°06′10″ ა. გ. / 12.61028° ჩ. გ. 102.10278° ა. გ. | ||||
ფართობი | 6,338.0 კმ² | ||||
მოსახლეობა | 531,037[1] კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 83.2 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+7]] | ||||
სატელეფონო კოდი | (+66) 0 3931 2277 ან (+66) 0 3931 2539 | ||||
საფოსტო ინდექსი | 22 | ||||
ოფიციალური საიტი | chanthaburi.go.th | ||||
ჩანთაბურის პროვინცია (ტაი. จันทบุรี) — ტაილანდის პროვინცია (ჩანგვათი). მდებარეობს ტაილანდის აღმოსავლეთში, კამბოჯის საზღვარზე და ტაილანდის ყურის სანაპიროზე. მეზობელი პროვინციებია: ტრატი აღმოსავლეთით და რაიონგი, ჩონბური, ჩაჩენგსაო და საკეო დასავლეთით და ჩრდილოეთით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პაკნამის კრიზისი-ს შემდეგ, 1893 წელს, საფრანგეთის კოლონიურმა ჯარებმა მოახდინეს ჩანთაბურის ოკუპაცია, როდესაც 1905 წელს, ტაილანდმა დათმო კამბოჯის საკუთრებაში პროვინციის დასავლეთი ნაწილი. პროვინციის მოქალაქეების მნიშვნელოვან უმცირესობას წარმოადგენენ ვიეტნამელები, რომლებიც მოვიდნენ აქ სამ ტალღად: პირველი, მე-19 საუკუნის განმავლობაში კათოლიკების დევნის გამო ჩინეთიდან; მეორე ტალღა 1920-1940 წლებში გაქცეულები ფრანგულ ინდოჩინეთიდან; და მესამე ტალღა, 1975 წელს კომუნისტების ვიეტნამში გამარჯვების შემდეგ.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ პროვინციის სამხრეთი ნაწილი მდებარეობს ტაილანდის ყურის ნაპირზე და ძირითადად სანაპირო ვაკეზეა, პროვინცია მაინც საკმაოდ მთიანია. ჩანთაბურის ქედს ჩრდილოეთით აქვს უმაღლესი წერტილი — 1,556 მ სიმაღლით და ჰქვია Soi Dao Nua Peak. პროვინციის მთავარი მდინარეა ჩანთაბური.
მეზობელ პროვინციებთან ერთად, ჩანთაბური არის ძვირფასი ქვების მოპოვების ცენტრი, განსაკუთრებით ლალის და საფირონის. ასევე ძირითად პროდუქციას შორის არის ტროპიკული ხილი. 2000 წელს, პროვინცია აწარმოა თითქმის 380,000 ტონა დურიანი, რომელიც ტაილანდის წარმოების 45.57% შეადგენს, მთელი მსოფლიოს დაახლოებით 27%.[2][3]
პროვინციაში მოქმედებს სამი ეროვნული პარკი: Namtok Phlio-ს[4] ეროვნული პარკი, Khao Khitchakut-ის[5] ეროვნული პარკი და Khao Sip Ha Chan-ის[6] ეროვნული პარკი.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩანთაბურის პროვინცია დაყოფილია 10 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 76 ქვეზონისგან (ტამბონ) და 690 სოფლისგან (მუბანი).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ of Provincial Affairs (DOPA) Thailand|accessdate=19 Mar 2015|language=Thai|date=2014-12-31[მკვდარი ბმული]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-16. ციტირების თარიღი: 2016-02-22.
- ↑ http://www.foodmarketexchange.com/datacenter/product/fruit/durian/details/durain_07_production.htm
- ↑ of National Parks (Thailand)|accessdate=25 September 2015[მკვდარი ბმული]
- ↑ of National Parks (Thailand)|accessdate=25 September 2015[მკვდარი ბმული]
- ↑ of National Parks (Thailand)|accessdate=25 September 2015[მკვდარი ბმული]
ჩაჩენგსაოს პროვინცია ჩონბურის პროვინცია |
საკეოს პროვინცია | კამბოჯა | ||
რაიონგის პროვინცია | კამბოჯა | |||
ჩანთაბურის პროვინცია | ||||
ტაილანდის ყურე | ტრატის პროვინცია |