ჩინურ-ტიბეტური ენები
იერსახე
ჩინურ-ტიბეტური ენები, ასევე ცნობილია როგორც სინო-ტიბეტური ენები გავრცელებულია აღმოსავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
ეს ენათა ჯგუფი დაახლოებით 300 ენას აერთიანებს. სინო-ტიბეტურ ენებზე მოსაუბრეთა საერთო რაოდენობა 1,2 მილიარდს აღემატება. ამრიგად, ენის მატარებელთა რაოდენობის მიხედვით, სინო-ტიბეტური ენები მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებენ ინდოევროპული ენების შემდეგ.
სინო-ტიბეტური ენები ორ დიდ ჯგუფად იყოფა: ჩინური ენა, რომელიც რეალურად ენათა ჯგუფია, და ტიბეტურ-ბირმული ენები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 137.