შინაარსზე გადასვლა

წიგნი მეოთხე მეფეთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წიგნი მეოთხე მეფეთა (ებრ. ספר מלכים‎‎) — ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.

ბიბლიის წიგნ „მეოთხე მეფეთაში“ მოთხრობილია 29 მეფის შესახებ, ამ მეფეთაგან 12 ჩრდილოეთ სამეფოზე, ისრაელზე, მმართველობდა, ხოლო 17 სამხრეთ სამეფოზე, იუდაზე. ამ წიგნში აგრეთვე მოთხრობილია წინასწარმეტყველების ელიას, ელისესა და ესაიას მოღვაწეობის შესახებ. „მეოთხე მეფეთაში“ ისტორია ზუსტი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ არის მოცემული, მაგრამ იგი მთავრდება სამარიისა და ისრაელის განადგურების აღწერით. სულ „მეოთხე მეფეთა“ მოიცავს 340-წლიან პერიოდს, რომელიც ძვ. წ. 920 წლიდან იწყება და ძვ. წ. 580 წლით მთავრდება.

  • „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]