ჯონ მარშალი
ჯონ მარშალი | |
---|---|
ინგლ. John Marshall | |
დაბადების თარიღი | 24 სექტემბერი, 1755[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | Germantown |
გარდაცვალების თარიღი | 6 ივლისი, 1835[1] [2] [3] [4] [5] [6] (79 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ფილადელფია |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | College of William & Mary და William & Mary Law School |
მამა | Thomas Marshall[7] |
დედა | Mary Randolph Keith[7] |
მეუღლე/ები | Mary Willis Ambler Marshall[7] |
შვილ(ებ)ი | Edward Carrington Marshall, Jaquelin Ambler Marshall, Thomas Marshall და James Keith Marshall |
ჯილდოები | ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი |
ჯონ მარშალი (ინგლ. John Marshall; დ. 24 სექტემბერი, 1755 — გ. 6 ივლისი, 1835) — ამერიკელი პოლიტიკოსი და ადვოკატი. შეერთებული შტატების მთავარი მოსამართლე 1801 წლიდან გარდაცვალებამდე, 1835 წლამდე. უზენაესი სასამართლოში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მსახურობდა და განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოსამართლედ. უზენაეს სასამართლოში მუშაობამდე, პრეზიდენტ ჯონ ადამსის მმართველობისას, მარშალი იყო შეერთებული შტატების მეოთხე სახელმწიფო მდივანი.
მარშალი დაიბადა ვირჯინიის კოლონიაში, გერმანთაუნში 1755 წელს. ამერიკის რევოლუციური ომის დაწყების შემდეგ, იგი შეუერთდა კონტინენტურ არმიას და მონაწილეობდა მრავალ ბრძოლაში. ომის შემდგომ გახდა ვირჯინიის ერთ-ერთი ადვოკატი, მოგვიანებით გაიმარჯვა ვირჯინიის დელეგატთა პალატის არჩევნებში. მარშალი მხარს უჭერდა შეერთებული შტატების კონსტიტუციის რატიფიკაციას. გაიმარჯვა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში და ფედერალისტური პარტიის ლიდერი გახდა. 1800 წელს, ჯონ ადამსის პრეზიდენტობისას, დაინიშნა სახელმწიფო მდივნად.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Smentkowski B. P. Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 GeneaStar
- ↑ 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Kindred Britain