შინაარსზე გადასვლა

ჰანს აიზენკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰანს აიზენკი
ინგლ. Hans Jürgen Eysenck
დაბ. თარიღი 4 მარტი, 1916(1916-03-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] ან 16 მარტი, 1916(1916-03-16)[10]
დაბ. ადგილი ბერლინი[1]
გარდ. თარიღი 4 სექტემბერი, 1997(1997-09-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (81 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი[1]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[11] [12]
გერმანია[11]
საქმიანობა ფსიქოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ლონდონის სამეფო კოლეჯი
ალმა-მატერი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი და ლონდონის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები José Luis Pinillos
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი და მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე სიბილ აიზენკი
მამა ედუარდ აიზენკი
დედა ჰელგა მოლანდერი
შვილ(ებ)ი მაიკლ აიზენკი
ჯილდოები William James Fellow Award[13]

ჰანს იურგენ აიზენკი (ინგლ. Hans Jürgen Eysenck; დ. 4 მარტი, 1916 — გ. 4 სექტემბერი, 1997) — გერმანული წარმოშობის ინგლისელი ფსიქოლოგი, რომელმაც შექმნა პიროვნების ოთხგანზომილებიანი იერარქიული მოდელი და პიროვნების ტიპების კლასიფიკაცია.

ჰანს აიზენკი დაიბადა 1916 წლის 4 მარტს ბერლინში. მისი მშობლები მსახიობები იყვნენ. ისინი განქორწინდნენ, როდესაც აიზენკი 4 წლის იყო. შემდეგ იგი ბებიასთან ცხოვრობდა და იზრდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სურდა ჩაებარებინა ბერლინის უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე, მაგრამ ეს იგივეს ნიშნავდა, რომ გაწევრიანებულიყო ნაცისტურ საიდუმლო გაერთიანებაში და გერმანიიდან წავიდა. მოგვიანებით ჰანს ი იხსენებდა: „მე ვიცოდი, რომ არ მექნებოდა მომავალი ჩემს უბედურ სამშობლოში“. 18 წლის ასაკში აიზენკი დასახლდა ლონდონში, სადაც ჩააბარა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და 1938 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1940 წელს მაგისტრის ხარისხი. აიზენკმა მუშაობა დაიწყო მილ-ჰილის ჰოსპიტალში, სადაც მკურნალობდა ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებს. აიზენკი ინგლისური კლინიკური ფსიქოლოგიის დონეს ძალიან დაბლად თვლიდა, ამიტომ იგი გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა გაცნობოდა იქაურ მეცნიერებს. 1950 წელს აიზენკი გაშორდა პირველ მეუღლეს და მოიყვანა მეორე ცოლი, პროფესიით ფსიქოლოგი. მათ რამდენიმე ერთობლივი წიგნიც გამოსცეს. 80-იან წლებში იგი იყო ფსიქიატრიის ინსტიტუტის პროფესორი. ჰანს აიზენკი გარდაიცვალა 1997 წელს სიმსივნით.

აიზენკს არ აკმაყოფილებდა ტრადიციული კლინიკური დიაგნოსტიკა. ფაქტორული ანალიზის გამოყენებისას მან აღმოაჩინა, რომ ტრადიციული დიაგნოსტიკური ჯგუფები შეიძლება აღიწეროს 2 ძირითადი ფაქტორით: ნევროტიზმი და ექსტრავერსია-ინტრავერსია. ამ თეორიის საფუძველზე მან გამოსცა პირველი წიგნი „პიროვნების განზომილება“. ჯერ კიდევ აშშ-ში დაიწყო აიზენკმა მუშაობა თავის წიგნზე „პიროვნების სტრუქტურა“, სადაც ხაზს უსვამდა ფაქტორული ანალიზის ეფექტურობას, როგორც ცნობილი ფაქტების წარმოდგენის საუკეთესო მეთოდს.

პიროვნების იერარქიული მოდელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიზენკის თეორიის ბირთვი არის ის, რომ პიროვნების ელემენტები დაწყობილია იერარქიულად. მან შექმნა პიროვნების ოთხგანზომილებიანი სისტემა:

• სპეციფიკური მოქმედებები და აზრები - პირველი დონე
• ჩვეული მოქმედებები და აზრები - მეორე დონე
• პიროვნული თვისებები - მესამე დონე
• პიროვნული ტიპი - მეოთხე დონე

ექსტრავერსიის დამახასიათებელი შტრიხები: კომუნიკაბელური, ცოცხალი, აქტიური, თვითდარწმუნებული, უდარდელი, დომინირებული, გამბედავი, ენთუზიასტი.

ინტრავერსია: ჩაკეტილი, საკუთარ „მე“-ზე ორიენტირებული, პასიური, შრომისმოყვარე.

ნეიროტიზმი: ნერვიული, დაძაბული, ირაციონალური, მორცხვი, ემოციური.

ფსიქოტიზმის დამახასიათებელი შტრიხები: აგრესიული, ცივი, ეგოცენტრული, ანტისოციალური, იმპულსური

• „პიროვნების ზომები“ (1947)
• „პიროვნების სამეცნიერო კვლევა“ (1952)
• „პოლიტიკის ფსიქოლოგია“ (1954)
• „ფსიქოთერაპიის ეფექტები“ (1966)
• „პიროვნების ბიოლოგიური ბაზისი“ (1967)
• „ფროიდიანული იმპერიის დაკნინება და დაცემა“ (1985)
• Pervin L.A., John O.P. Personality: Theory and research
• C.S.Hall, G.Lindsey. Theories of Personality

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118531573 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.

2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.

3. 3.0 3.1 SNAC — 2010.

4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.

5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია

6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.

7. 7.0 7.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.

8. 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.

9. 9.0 9.1 Munzinger Personen

10. 10.0 10.1 Педагоги и психологи мира — 2012.

11. 11.0 11.1 LIBRISNational Library of Sweden, 2012.

12. https://www.nndb.com/people/586/000195998/
13. https://www.psychologicalscience.org/members/awards-and-honors/fellow-award/recipent-past-award-winners