Quebec Magnetic — ამერიკულიმძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 2012 წლის 11 დეკემბერს გამოსული საკონცერტო ვიდეო ალბომი. ვიდეოში ნაჩვენებია კვებეკში, პეპსის კოლიზეუმში, ჩატარებული ორი შოუ 2009 წელს, მათი World Magnetic ტურნეს ფარგლებში.[1][2] ეს ალბომი მეტალიკის საკუთარ ლებლზე, Blackened Recordings, გამოსული პირველი ალბომია.[3]
ალბომის გამოსვლა გამოცხადდა 2012 წლის 20 სექტემბერს; მეტალიკის გულშემატკივრები ინტერნეტის საშუალებით ირჩევდნენ ორ შოუს, რომლებიც მთლიანად იქნებოდა წარმოდგენილი ალბომში, ხოლო დანარჩენი სიმღერები — როგორც „დამატებითი“.[1] უკვე 22 ოქტომბერს ალბომის სიმღერების სია, გამოშვების თარიღი და გარეკანის გაფორმება ცნობილი გახდა.[2] 19 ნოემბერს გამოვიდა ალბომის 33 წამიანი ტრეილერი.[4]
დაახლოებით 14 000 ეგზემპლარი გაიყიდა ალბომის გამოშვებიდან პირველივე კვირაში, ხოლო თავად ალბომმა მეორე ადგილი დაიკავა ბილბორდის საუკეთესო მუსიკალური ვიდეოების ჩარტში.[5]