შინაარსზე გადასვლა

ბრუცასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრუცასებრნი

თეთრკბილა ბრუცა (Spalax leucodon)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Spalacidae (J. E. Gray, 1821)

ბრუცასებრნი[1][2] (ლათ. Spalacidae) — ძუძუმწოვართა ოჯახი მღრღნელთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 35 სმ, კუდი მოკლეა. გარეთა ყური და თვალები რუდიმენტირებულია (თვალის კაკალი კანის ქვეშაა დამალული — აქედან სახელწოდება). ბეწვი ხშირი და რბილია; შეფერილობა — რუხ-ჩალისფერიდან მურამდე. შეგუებულები არიან მიწისქვეშა ცხოვრების ნირს (თხრიან მიწისქვეშა გზების რთულ სისტემას). სახლობენ ევროპის, წინა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის სტეპის, ტყესტეპის, ნახევარუდაბნოსა და მთა-მდელოს ლანდშაფტებში; მთებში — ზღვის დონიდან 2500 მეტრამდე. საქართველოში, კერძოდ წალკასა და ახალქალაქის პლატოზე გვხვდება თეთრკბილა ბრუცა (Spalax leucodon).[1] აერთიანებს 6–7 გვარის 36–37 სახეობას.[3][4] ყველაზე ცნობილია ჩვეულებრივი ბრუცა (Spalax microphtalmus). იკვებებიან მცენარეთა მიწისქვეშა ნაწილებით; ზამთრისთვის საკვებს იმარაგებენ. წელიწადში 1–2-ჯერ ყრიან 1–3 ნაშიერს. ზოგჯერ ზიანი მოაქვთ, ღრნიან ტყის ნარგავების ნერგებს, ანადგურებენ ძირხვენებს, ამოჰყრიან მიწის გროვებს და სხვ.

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 542.
  2. Spalacidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. ბრუცასებრნი (TSN 970144). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
  4. Полная иллюстрированная энциклопедия. «Млекопитающие» Кн. 2 = The New Encyclopedia of Mammals / под ред. Д. Макдональда. — М.: Омега, 2007. — С. 444. — 3000 экз. — ISBN 978-5-465-01346-8.