შინაარსზე გადასვლა

გუბაზ სანიკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუბაზ სანიკიძე
გუბაზ სანიკიძე
საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 დეკემბერი, 2020 – დღემდე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 თებერვალი, 2015 – 4 აპრილი, 2016

თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ოქტომბერი, 2012 – 18 ნოემბერი, 2016

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ივნისი, 2008 – 20 ივნისი, 2008

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ნოემბერი, 1999 – 22 აპრილი, 2004

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ნოემბერი, 1990 – 2 იანვარი, 1992

დაბადებული2 თებერვალი, 1967 (1967-02-02) (57 წლის)
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
პოლიტიკური პარტიაქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი (1990-2004)
ეროვნული ფორუმი (2006-2016)
ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა (?-2019)
გამარჯვებული საქართველო (2019-2020)
მამალევან სანიკიძე
შვილები2
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობაპოლიტიკოსი
რელიგიამართლმადიდებელი

გუბაზ სანიკიძე (დ. 2 თებერვალი, 1967, ქუთაისი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და ოთხი მოწვევის პარლამენტის (1999, 2008, 2012, 2020) წევრი. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი 2015–2016 წლებში. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1987–1988 წლებში იყო დამასკოს უნივერსიტეტის სტაჟიორი. მუშაობდა თსუ-ს აზია-აფრიკის ხალხთა ისტორიისა და ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრებზე.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლიდან იყო ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი, 1995 წლიდან კი ამავე პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. 1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი დეპუტატი ამბროლაურის საარჩევნო ოლქიდან, ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს აღორძინება“. ფრაქცია „ტრადიციონალისტის“ თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარე.

2001 წელს 27 სექტემბერს სანიკიძემ პარლამენტს წარუდგინა „ტრადიციონალისტების“ განცხადების პროექტი რომელშიც 5 ძირითადი პუნქტი იყო ხაზგასმული:
„1. საქართველო პრინციპულად უჭერს მხარს აშშ-ს;
2. საქართველო თანახმაა აშშ-ს დაუთმოს სამხედრო ბაზები და აეროპორტები;
3. პარლამენტი კატეგორიულად არ დაუშვებს კავკასიაში სტრატეგიული ბალანსის დარღვევას;
4. ნატო-მ ჩაატაროს ინსპექცია იმ ეჭვის გასაფანტად, რომ საქართველო მხარს უჭერს ტერორისტებს;
5. პარლამენტი აცხადებს, რომ ქვეყნის საშინაო პრობლემებს მოაგვარებს დემოკრატიული საშუალებებით.“[1]

2004 წელს სანიკიძემ ტელეკომპანია „მზის“ და „რუსთავი 2“-ის მიერ ღამის საინფორმაციო პროგრამების დახურვა ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი ტელევიზიების საქმიანობაში ჩარევას დაუკავშირა.[2] ამავე წელს სანიკიძემ გააკეთა შეფასება რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შემოღება „ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად გახდა საჭირო“. [3]

ეროვნული ფორუმი და საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006-2016 პოლიტიკური გაერთიანება ეროვნული ფორუმის დამფუძნებელი და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, პოლიტიკური მდივანი.

2008 წელს იყო „ეროვნული საბჭოს“ პარტიული სიის მეშვიდე ნომერი.[4] სანიკიძე იყო ცხრა ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის საარჩევნო ოლქში.[5]

2008 წლის 7 ივნისიდან 20 ივნისამდე იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“. 13 ივნისს სანიკიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა.[6] 20 ივნისს საქართველოს პარლამენტმა გუბაზ სანიკიძეს პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.[7]

2009 წელს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს იყო აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების მიერ შერჩეული იმ 4-კაციანი ჯგუფის წევრი, რომელიც 2009 წლის 8 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდა.[8] მოგვიანებით ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის გუბაზ სანიკიძე 11 მაისს, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ.[9] სანიკიძე აქტიურად უჭერდა მხარს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას.[10]

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 26 სექტემბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერები, რომლებშიც შსს-ს მტკიცებით გუბაზ სანიკიძის კახა კალაძესთან და ვალერი ხაბურძანიასთან ასახული. ორივე საუბარის თემას მოსაუბრეების კანონიერ ქურდებთან ურთიერთობას ეხებოდა. სანიკიძემ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა:

ვიკიციტატა
„ეს არის სრული ფაბრიკაცია, ეს არის ტყუილი. არანაირი ურთიერთობა მე ცხოვრებაში არ მქონია ქურდებთან; ვალერი ხაბურძანია არის ჩემი ბავშვობის მეგობარი“

[11] იყო კოალიციის პარტიული სიის მე-6 ნომერი.[12]

იყო კოალიციის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი. სანიკიძემ არჩევნებში 47 442 ხმა (54,23%) მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.[13] 2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2012 წლის 21 ოქტომბერს არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარედ.[14]

2012 წლის 25 ოქტომბერს იყო ერთ-ერთი იმ 88 დეპუტატს შორის რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადეს. [15]

2013 წლის 20 ნოემბერს იყო ერთ-ერთი იმ 93 დეპუტატს შორის რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადეს. [16]

2015 წლის 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა 104 ხმით ვიცე-სპიკერად გუბაზ სანიკიძე აირჩია.[17] 2015–2016 წლებში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

2015 წლის 29 დეკემბერს იყო ერთ-ერთი იმ 85 დეპუტატს შორის რომლებმაც გიორგი კვირიკაშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადეს. [18]

2016 წლის 29 აგვისტოს სანიკიძემ განაცხადა რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მცდელობები ჩაშალა რის შესახებაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებული არ ყოფილა. [19]

2016 წლის ნოემბერში სანიკიძემ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა.[20]

შემდგომი გარე-საპარლამენტო პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 30 ნოემბერს სანიკიძე „ერთიან საქართველოს“ შეუერთდა. [21] 2019 წლის 9 მაისს სანიკიძემ „ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა. სანიკიძემ და პარტიის ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გადაწყვეტილება შეხვედრის შემდგომ მიიღეს.[22]

2019 წლის 11 ივნისს დაფუძნდა პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველო“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრიც გუბაზ სანიკიძე გახდა.[23]

2020 წლის 10 ივნისს გუბაზ სანიკიძემ TV პირველის ეთერში თქვა, რომ ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ის საელჩო ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს ისმენს. განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. მისი შეფასებით განცხადება „აბსურდი და ტყუილია“.[24] მოგვიანებით სანიკიძემ აშშ-ის ელჩს ბოდიში მოუხადა. [25]

2020 წლის 13 ივნისს სანიკიძემ განაცხადა რომ მხარს დაუჭერდა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ერთიანი ოპოზიციური სიის შესახებ.[26]

2019 წლის 20 ივნისს მას შემდეგ რაც მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რუსული დელეგაცია პარლამენტის პლენარულ დარბაზში მივიდა და ასამბლეის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა და რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა,[27] გუბაზ სანიკიძემ გააკეთა განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა რომ პარტია „გამარჯვებული საქართველო“ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვდა.[28] 2019 წლის 12 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის მოვლენებზე აღძრულ საქმესთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა, მოწმის სტატუსით დაბარებულიყო გუბაზ სანიკიძე. 13 ივლისს სანიკიძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. [29]

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 6 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა უკრაინული „ობოზრევატელის“ მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი, სადაც მათი მტკიცებით გუბაზ სანიკიძისა და მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას საუბარია ასახული. „იმედის“ ცნობით, ჩანაწერების მიხედვით, რომელთა ავთენტურობა არ არის დადგენილი, საუბარი ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლასა და არეულობის ორგანიზებას შეეხება.[30]

2020 წლის 11 დეკემბრიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[31] 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა პირადი განცხადების საფუძველზე (არჩევნების შედეგების ბოიკოტის გამო) გუბაზ სანიკიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტაზე.[32]

2023 წლის 24 მარტს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის დროს სანიკიძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირსპიდნენ. ღარიბაშვილმა სანიკიძეს ბრალი დასდო 100 000 აშშ დოლარად „გაყიდვაში“. [33]

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.[34] ფლობს რუსულ და არაბულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. პარლამენტის პლენარული სესიების მიმოხილვა. 24-28 სექტემბერი 2001
  2. ოპოზიცია სიტყვის თავისუფლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
  3. ტრიუმვირატი ძალაუფლების გადანაწილებას საკონსტიტუციო ცვლილებებით აპირებს
  4. ცხრა ოპოზიციური პარტიის ბლოკის საარჩევნო სია
  5. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია
  6. ოპოზიციის ლიდერებმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა მოითხოვეს
  7. პარლამენტმა გაერთიანებული ოპოზიციის 11 ლიდერს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა
  8. ოპოზიცია ბაქრაძესთან შესახვედრად 4-კაციან ჯგუფს გააგზავნის
  9. ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აქციების გამწვავებაზე საუბრობს
  10. გამყრელიძე: მხოლოდ ჩვენს შეცდომას შეუძლია სააკაშვილის გადარჩენა
  11. შსს „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ ჩანაწერებს აქვეყნებს
  12. კახი კალაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია
  13. შედეგები 2012
  14. პარლამენტმა 15 კომიტეტის თავმჯდომარე აირჩია
  15. გუბაზ სანიკიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-31. ციტირების თარიღი: 2024-08-30.
  16. გუბაზ სანიკიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-03-04. ციტირების თარიღი: 2024-08-30.
  17. გუბაზ სანიკიძე პარლამენტის ვიცესპიკერი გახდა
  18. გუბაზ სანიკიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-03-04. ციტირების თარიღი: 2024-08-30.
  19. სანიკიძე: არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მცდელობები ჩავშალე
  20. გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა
  21. გუბაზ სანიკიძე ნინო ბურჯანაძის პარტიას შეუერთდა
  22. გუბაზ სანიკიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა
  23. გაბრაზებული ადამიანების „გამარჯვებული საქართველო“
  24. „აბსურდი და ტყუილია“ — კელი დეგნანი გუბაზ სანიკიძის განცხადებას ეხმაურება
  25. გუბაზ სანიკიძე აშშ-ის საელჩოს ბოდიშს უხდის
  26. სანიკიძე: მთელი სულითა და გულით მხარს დავუჭერდი, რომ ერთი დიდი ოპოზიციური სია გაკეთდეს
  27. Genin, Aaron (25 ივლისი, 2019). „Georgian Protests: Tbilis’s Two-Sided Conflict“. The California Review. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  28. პარტია „გამარჯვებული საქართველო“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
  29. შსს-მ სასამართლოს მიმართა, გუბაზ სანიკიძე მოწმის სტატუსით გამოიკითხოს
  30. ტელეკომპანია „იმედი“ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით ავრცელებს ჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ
  31. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
  32. საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე
  33. ირაკლი ღარიბაშვილი - გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვერასოდეს იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები
  34. დეკლარაცია