გურამ მისაბიშვილი
გურამ მისაბიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 მაისი, 1954 |
დაბადების ადგილი | მიხა ცხაკაია, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
გურამ მისაბიშვილი (დ. 28 მაისი, 1954, მიხა ცხაკაია, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პედაგოგი, პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი.
დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, საქართველოს კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ხემძღვანელ მუშაკთა გადამზადების ინსტიტუტი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (სენაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2011-2012 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში; 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (სენაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1982: მედალი „მამაცური შრომისთვის“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გურამ მისაბიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გურამ მისაბიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
|
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 28 მაისი
- დაბადებული 1954
- საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- სენაკში დაბადებულები
- მისაბიშვილები