ზემელი
იერსახე
ზემელი — თბილისში რუსთაველის სახელობის მოედნის ერთ-ერთი კუთხის ადრინდელი სახელწოდება; შეერქვა აქ მდგარი აფთიაქის მიხედვით, რომელიც პროვიზორ-აფთიაქარ ევგენი ზემელს ეკუთვნოდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით XX საუკუნის 30-იან წლებში აფთიაქი აიღეს.
ამჟამად მოედნის მიმდებარე უბანს არაფორმალურად ზემელს უწოდებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 505.
|