შინაარსზე გადასვლა

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987

ტურნირის დეტალები
ტურნირის ვადები 22 მაისი - 20 ივნისი 1987
ადგილი
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია - ავსტრალიის დროშა ავსტრალია
მონაწილე 16
საპრიზო ადგილები
ჩემპიონი ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
მეორე ადგილი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მესამე ადგილი უელსის დროშა უელსი
ტურნირის სტატისტიკა
ჩატარებული მატჩები 32
დასწრება 604 500  (18 891 თამაშზე)
ბომბარდირი(ები) ახალი ზელანდიის დროშა გრანტ ფოქსი  (126 ქულა)
ყველაზე მეტი ლელო ახალი ზელანდიის დროშა კრეიგ გრინი
ახალი ზელანდიის დროშა ჯონ კირვანი  (6 ლელო)

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987 — პირველი მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში, რომელიც მიმდინარეობდა 1987 წლის 22 მაისიდან - 20 ივნისამდე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

მსოფლიო თასის შემოღება ირბ-მა 1985 წლის მარტში, არსებობის 99-ე წლისთავზე დაადგინა. ოთხივე ბრიტანული ქვეყანა იდეის წინააღმდეგი ლამის სულ ბოლომდე იყო, მაგრამ პროფესიული ცირკის შიშით, ჩათრევას ისევ ჩაყოლა ამჯობინა და სამხრეთსა და ფრანგებს ერთი, საცდელი პირველობის გამართვაზე დაყაბულდა. ჰოდა, თასის მასპინძლობა მოთავეებს, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას დაეკისრათ.

ირბ-ის მამებმაც დანარჩენი რაგბეთი ლხინზე დაპატიჟეს, წევრობა კი წვეულებს მერეღა უბოძეს. იმხანად რვა ბობოლიდან ერთს, სამხრეთ აფრიკას პოლიტიკურ მიზეზთა გამო ყადაღა ედო, რის გამოც მამებმა ბოკეს ნაცვლად "გამოსწორებული რასისტები", ზიმბაბველები ჩართეს დასში, გაუგებარ მიზეზთა გამო უარზე მყოფი საბჭოთა კავშირის (საბჭოეთი მონაწილე 16-ეულში ეწერა, მაგრამ დასტურის გაგზავნის დრომ რომ მოატანა, სპორტ-კომიტეტმა ნაცადი ხრიკი მოიშველია, ესაო და საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად არ უნდა ეთამაშო არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკას, არამედ ყველას, ვისაც კი რასისტებთან ოდესმე (!) უბურთავიაო) ადგილი კი ერგო ფიჯის მეზობელს, კიდევ უფრო ციცქნა ტონგას.

თამაშები ავსტრალიის ორ და ზელანდიის ცხრა (!) ქალაქში მოეწყო. ოთხი 4-გუნდა პულიდან პლეი-ოფში გადიოდა ორ-ორი უკეთესი. მეოთხედფინალში ყველა უძლიერესი უპრობლემოდ გავიდა. მათთან ერთდ მეოთხედფინალში გავიდა ფიჯიც.

სატურნირო ბადე ორგანიზატორებს ისე ჰქონდათ დაგეგმილი, რომ თანა-მასპინძლები ერთმანეთს ფინალში, "იდენ პარკზე" უნდა შეხვედროდნენ. მაგრამ , რომ აქამდე საქმე არ მივიდა, რადგან იმ წელს ევროპული "ხუთი ერის" სლემით მომგებმა საფრანგეთმა სიდნეის გარეუბანში აშენებულ "კონკორდზე", შეჯიბრების საუკეთესო მატჩად აღიარებულ ნახევარფინალში, სულ ბოლოსღა, დაალელოვა ავსტრლია.

ოზებმა ამავე სცენარით მერე ბრინჯაოს მატჩიც ერთი ქულით წააგეს უელსთან, რადგან ბოლო 75 წუთი 14 კაცის ამარა რაგბობდნენ. უელსელები კი მანამდე ნახევარფინალში სასტიკად მოისრნენ კივებთან.

ფინალში "ოლ ბლექსის" უპირატესობა უდავო იყო და მანაც მეთოდურად გამოუყვანა წირვა "ლე ბლეს".

დებიუტმა ყოველმხრივ გაამართლა: ბურთაობა ეშხიანი იყო. სტადიონებზე 600 ათასი კაცი მივიდა, სამასმა მილიონმა კი შეჯიბრს ტელევიზიით 17 ქვეყანაში უცქირა; ირბ-ს სარფად ერთი მილიონი (!) გირვანქა დარჩა. ჰოდა, მამებმაც მაშინ გადაწყვიტეს, თასი ყოველ ოთხ წელში ერთხელ გაეთამაშებინათ[1].

ქვეყანა ქალაქი სტადიონი ტევადობა სურათი
ავსტრალიის დროშა ავსტრალია ბრიზბენი Ballymore Stadium 24,000
სიდნეი Concord Oval 20,000
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია ოკლენდი Eden Park 45,472
ველინგტონი Athletic Park 39,000
კრაისტჩერჩი Lancaster Park 36,500
დანიდინი Carisbrook 35,000
როტორუა Rotorua International Stadium 35,000
ნეიპირი McLean Park 30,000
ჰამილტონი Rugby Park
ინვერკარგილი Rugby Park Stadium 17,000
პალმესტონ-ნორთი Showgrounds Oval
აფრიკა ამერიკა აზია ევროპა ოკეანეთი
გუნდი ავსტრალიის დროშა ავსტრალია ინგლისის დროშა ინგლისი აშშ-ის დროშა აშშ იაპონიის დროშა იაპონია განსხ ქულა
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 19:6 47:12 42:23 3 0 0 108−41 6
ინგლისის დროშა ინგლისი 6:19 34:6 60:7 2 0 1 100−32 4
აშშ-ის დროშა აშშ 12:47 6:34 21:18 1 0 2 39−99 2
იაპონიის დროშა იაპონია 23:42 7:60 18:21 0 0 3 48−123 0
გუნდი უელსის დროშა უელსი ირლანდიის დროშა ირლანდია კანადის დროშა კანადა ტონგის დროშა ტონგა განსხ ქულა
უელსის დროშა უელსი 13:6 40:9 29:16 3 0 0 82−31 6
ირლანდიის დროშა ირლანდია 6:13 46:19 32:9 2 0 1 84−41 4
კანადის დროშა კანადა 9:40 19:46 37:4 1 0 2 65−90 2
ტონგის დროშა ტონგა 16:29 9:32 4:37 0 0 3 29−98 0
გუნდი ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია ფიჯის დროშა ფიჯი იტალიის დროშა იტალია არგენტინის დროშა არგენტინა განსხ ქულა
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 74:13 70:6 46:15 3 0 0 190−34 6
ფიჯის დროშა ფიჯი 13:74 15:18 28:9 1 0 2 56-101 2
იტალიის დროშა იტალია 6:70 18:15 16:25 1 0 2 40−110 2
არგენტინის დროშა არგენტინა 15:46 9:28 25:16 1 0 2 49−90 2
გუნდი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი შოტლანდიის დროშა შოტლანდია რუმინეთის დროშა რუმინეთი ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე განსხ ქულა
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 20:20 55:12 70:12 2 1 0 145−44 5
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 20:20 55:28 60:21 2 1 0 135−69 5
რუმინეთის დროშა რუმინეთი 12:55 28:55 21:20 1 0 2 61−130 2
ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე 12:70 21:60 20:21 0 0 3 53−151 0
მეოთხედფინალი ნახევარფინალი ფინალი
                   
       
 ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია  30
 შოტლანდიის დროშა შოტლანდია  3  
 ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია  49
   უელსის დროშა უელსი  6  
 უელსის დროშა უელსი  16
 ინგლისის დროშა ინგლისი  3  
 ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია  29
   საფრანგეთის დროშა საფრანგეთი  9
 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი  31
 ფიჯის დროშა ფიჯი  16  
 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი  30 მატჩი მესამე ადგილისთვის
   ავსტრალიის დროშა ავსტრალია  24  
 ავსტრალიის დროშა ავსტრალია  33  უელსის დროშა უელსი  22
 ირლანდიის დროშა ირლანდია  15    ავსტრალიის დროშა ავსტრალია  21


 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 
ახალი ზელანდიის დროშა
ახალი ზელანდია
პირველი წოდება
წინამორბედი:
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი
1987
შემდეგი:
1991
  1. http://www.geocities.ws/ovaluri/H7/25_RWC-1987.htm