რენიე III
რენიე III | |
---|---|
Rainier III | |
პრინცი რენიე 1961 წელს | |
მონაკოს მე-12 პრინცი | |
მმართ. დასაწყისი: | 9 მაისი, 1949 |
მმართ. დასასრული: | 6 აპრილი, 2005 |
წინამორბედი: | ლუი II |
მემკვიდრე: | ალბერ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 მაისი, 1923 |
დაბ. ადგილი: | პრინცის სასახლე, მონაკო |
გარდ. თარიღი: | 6 აპრილი, 2005 (81 წლის) |
გარდ. ადგილი: | მონაკო |
მეუღლე: | გრეის კელი |
შვილები: |
ალბერ II კაროლინა გრიმალდი სტეფანია გრიმალდი |
სრული სახელი: | რენიე ლუი ანრი მაშენზ ბერტრანი |
დინასტია: |
გრიმალდები (პოლინიაკი) |
მამა: | პიერ პოლინიაკი |
დედა: | შარლოტა გრიმალდი |
რელიგია: | კათოლიკე |
რენიე III გრიმალდი (დ. 31 მაისი, 1923 — გ. 6 აპრილი, 2005) — მონაკოს მე-12 პრინცი და აბსოლუტური მმართველი 1949-2005 წლებში, პრინცესა შარლოტა გრიმალდისა და პიერ პოლინიაკის ვაჟი.
1949 წელს გარდაიცვალა მისი პაპა, პრინცი ლუი II. მონაკოს სამეფო ტახტი მემკვიდრეობით დედამისს, შარლოტა გრიმალდის ერგო, მაგრამ მან უარი თქვა ძალაუფლებაზე თავისი ვაჟის სასარგებლოდ. რენიემ მონაკოს მართვას წარმატებით გაართვა თავი. 1950 წელს დააფუძნა საფოსტო მუზეუმი, რომელშიც დღემდე ინახება მონაკოს ლორდებისა და პრინცების სახელობის მონეტები. მისი ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში ქვეყანა ეკონომიკურად საგრძნობლად გაძლიერდა და გრიმალდები ერთ-ერთ უმდიდრეს სამეფო ოჯახად იქცნენ.
1956 წელს რენიე III-მ იქორწინა ამერიკელ მსახიობ, გრეის კელიზე, რომელთანაც შეეძინა 2 ქალიშვილი და 1 ვაჟი, მონაკოს ამჟამინდელი პრინცი, ალბერ II.